მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდის ლაბორატორიაში გამოკვლეული 29 ანალიზის პასუხი covid 19-ზე უარყოფითია

ზუგდიდის ლაბორატორიაში გამოკვლეული 29 ანალიზის პასუხი covid 19-ზე უარყოფითია

Published on

ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გუშინ 29 ადამიანის ბიოლოგიური მასალა გამოიკვლიეს ახალ კორონავირუსზე. ყველა პასუხი უარყოფითია.

29 ადამიანიდან 13 ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოსა და სენაკის ცხელების ცენტრის მედპერსონალი იყო. დანარჩენი 16 მოქალაქე სხვადასხვა ცხელების ცენტრიდან და საკარანტინო სივრციდან იყო.

„საბედნიეროდ, ისევ დადებით დინამიკას ვინარჩუნებთ სამეგრელოს რეგიონში. დღეს გამოვიკვლიეთ 29 პაციენტი, მათ შორის იყო 13 მედპერსონალი ინფექციური საავადმყოფოდან და სენაკის ცხელების ცენტრიდან. რაც შეეხება დანარჩენ პაციენტებს, ასე გადანაწილდნენ: ყველაზე მეტი იყო რუხის საავადმყოფოდან, კლინიკა „ენელაი“-დან და სენაკისა და ხობის ცხელების ცენტრებიდან. ჩვენს ლაბორატორიაში, ამ წუთის მონაცემებით, უკვე გამოკვლეულია 100-მდე ადამიანი“, – აცხადებს ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიული მიმართულების ხელმძღვანელი ლელა ქაჯაია.

დღეიდან ნ ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფო სრული დატვირთვით შეუდგება ტესტების გამოკვლევას და კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდებათ ჯარისკაცებსა და ჟურნალისტებსაც.

სიახლეები

ახლა გასაგებია თუ რას ამზადებენ რუსოფობიაზე საუბრებით -სააკაშვილი

“ძალიან საშიში პროცესი დაჩქარდა კატასტროფული ტემპით. ახლა გასაგებია თუ რას ამზადებენ რუსოფობიაზე საუბრებით. საქართველოში...

თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურასთან აქციებს აანონსებს

თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურასთან აქციებს აანონსებს. თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს,...

კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს 12 ადამიანი ემსხვერპლა

20 აგვისტოს დილის საათებში რუსეთმა ბალისტიკური რაკეტებით კიევზე მასშტაბური იერიში მიიტანა, რის შედეგადაც, სულ...

ტრამპმა ირანის წინააღმდეგ “ყველაზე დამანგრეველი ეკონომიკური ოპერაცია” გამოაცხადა

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ "ეკონომიკური ოპერაციის დაწყება" გამოაცხადა და აღნიშნა, რომ ნებისმიერი...