მთავარისიახლეებიმსოფლიოიმედია, მყიდველი სალომე ზურაბიშვილი არ იქნება - საფრანგეთი საავადმყოფოების დასახმარებლად ანტიკვარულ ავეჯს...

იმედია, მყიდველი სალომე ზურაბიშვილი არ იქნება – საფრანგეთი საავადმყოფოების დასახმარებლად ანტიკვარულ ავეჯს გაყიდის

Published on

საფრანგეთი, საავადმყოფოების დასახმარებლად, ანტიკვარულ ავეჯს გაყიდის.

ანტიკვარული ავეჯის ეროვნული კოლექცია საკუთარ საცავებში არსებული ანტიკვარიატის სიას ადგენს, რომელსაც აუქციონზე სექტემბერში გაიტანენ.

ჯერ-ჯერობით უცნობია, კონკრეტულად რა გავა აუქციონზე. კულტურის სამინისტროში შემავალი სააგენტოს Mobilier National დირექტორი ამბობს, რომ სიაში შევა კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ნაკლებად ფასეული ნივთები, რომლებიც განსაკუთრებულად გამორჩეულ პირებს არ გამოუყენებიათ. ფრანგული მედიის ცნობით, მეცხრამეტე საუკუნის სულ მცირე 100 ნივთს გაყიდიან.

Mobilier National პასუხისმგებელია ოფიციალური შენობების ავეჯით მოწყობაზე, მათ შორისაა ელისეის სასახლე. მათ განკარგულებაშია 130,000-ზე მეტი ხალიჩა, სკამი, მაგიდა, კერამიკა, ფაიფური, ჭაღი და სხვა ავეჯი.

აუქციონი საფრანგეთის საავადმყოფოების დასახმარებლად 20-21 სექტემბერს გაიმართება. შესული თანხა გადაირიცხება პარიზის და საფრანგეთის საავადმყოფოების ფონდში, რომლის პრეზიდნეტი ქვეყნის პირველი ლედი ბრიჯიტ მაკრონია.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...