გუშინ, რამდენიმე ქართული და უკრაინული მედიის საშუალებით გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურა უკრაინის ვიცე-პრემიერის პოსტზე აღარ განიხილება, რაც უკრაინის მმართველი პარტიის ფრაქციის ლიდერმა, დავით არახამიამ “რადიო თავისუფლებისთვის” მიცემულ ინტერვიუში უარყო და აღნიშნა, რომ მალე საზოგადოება “კარგ ახალ ამბავს გაიგებს”. მანვე აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის თავად უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი უჭერს მხარს და მიმდინარეობს მუშაობა საჭირო ხმების მოსაგროვებლად რადაში და “მათი რაოდენობა მატულობს”