მთავარისიახლეებისაზოგადოებაანტი-Covid-ზე გასული სიუჟეტის შემდეგ ზუგდიდელი ფერმერის პრობლემით ადგილობრივი ხელისუფლება დაინტერესდა

ანტი-Covid-ზე გასული სიუჟეტის შემდეგ ზუგდიდელი ფერმერის პრობლემით ადგილობრივი ხელისუფლება დაინტერესდა [Video]

Published on

„ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები შეუფერხებლად მიმდინარეობს“, – ასე აცხადებენ რეგიონის რწმუნებულის აპარატში და აღნიშნავენ, რომ, კერძოდ, სოფელ ცაიშში, სადაც მეწარმე ნანა ფიფიას მარწყვის სათბურები 3 ათას კვადრატულ მეტრზე აქვს გაშენებული, ბოლო პერიოდში სამი ტონა პროდუქციის რეალიზება მოახდინა. მის საქმიანობას ადგილზე სამეგრელო- ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, დავით ვერავა გაეცნო. ჩვენმა გადამღებმა ჯგუფმა ფერმერი ორი კვირის წინ ჩაწერა, სადაც იგი ჩვენთან ინტერვიუში აცხადებდა, რომ კორონა ვირუსის გავრცელების გამო შექმნილი შეზღუდვებიდან გამომდინარე, ისინი ვერ ახერხებდნენ პროდუქციის გატანას ბაზარზე გასაყიდად. სამეგრელო- ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ დავით ვერავამ აღნიშნა, რომ მიუხედავად ქვეყანაში არსებული ვითარებისა ფერმერებს პროდუქციის რეალიზება არ უჭირთ. როგორც ირკვევა, მეწარმე ნანა ფიფიას აღნიშნული პრობლემები ეპატობრივად მოუგვარდა და მან მარწყვის რეალიზება უკვე დაიწყო.

სიახლეები

რუსეთი და ოკუპ. რეგიონების რეჟიმები თბილისისგან ძალის გამოუყენებლობის გარანტიებს ითხოვენ

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, მიხაილ გალუზინის, ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა...

პაპუაშვილი-დადგა დრო, EU-მ გადახედოს თავის მცდარ გადაწყვეტილებას, პასუხები დისკუსიაშია

ისევე როგორც ბელგიაში, ლუქსემბურგშიც კიდევ ერთხელ გავაჟღერეთ ჩვენი წუხილი ევროკავშირის მიერ 2024 წლის ივნისში...

მოსკოვში რაკეტით ჩავალ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუს ჟურნალისტებს უპასუხა, რომ მოსკოვში ვიზიტს „რაკეტით“ გეგმავს. ვიდეო, რომელიც სოციალურ...

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთისა და ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი...