მთავარისიახლეებისაზოგადოებაბათუმში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ამოღებულია 40 კგ ჰეროინი, რომლის ღირებულება შავ ბაზარზე...

ბათუმში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ამოღებულია 40 კგ ჰეროინი, რომლის ღირებულება შავ ბაზარზე ორ მილიონს დოლარს აჭარბებს

Published on

ქართველმა სამართალდამცველებმა ამერიკელ კოლეგებთან ერთად ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად 40 კგ ჰეროინი ამოიღეს.

მისი ღირებულება შავ ბაზარზე ორ მილიონს დოლარს აჭარბებს. ამის შესახებ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა მამუკა ჭელიძემ ჟურნალისტებს ბათუმში განუცხადა, სადაც სპეცოპერაცია სამ საათზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა.

მამუკა ჭელიძის განცხადებით, გამოძიება მიმდინარეობს სხვა პირების გამოვლენის მიზნით.

„ორთვიანი საერთაშორისო სპეციპერაცია წარმატებით დასრულდა. ამერიკის შეერთებული შტატების ნარკოტიკებთან ბრძოლის ადმინისტრაციის თანამშრომლების მიერ ერთდროულდ საქართველოს მასშტაბით ჩატარებილი სპეციალური ღონისძიების შედეგად ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული ნივთიერება ჰეროინი. მისი ღირებულება შავ ბაზარზე ორ მილიონ დოლარს აჭარბებს. გამოძიებით დგინდება რომ ბულგარეთის რესპუბლიკის ორი კოქალაქე რომელთა დაკვების ღონისძიება მიმდინარეობს. საქართველოსში მომდინარე წლის მარტში უკანონოდ გადმოზიდეს მსუბუქ ავყომობილში სპეციალურ სამალვში კოწყობილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით საშუალებები. აღნიშნული ნარკოტიკები განათავსეს ბათუმში კერძოდ დროებით საცხოვრებელ ბინაში. და აორგანიზებდნენ მის ცენტრალურ ევროპაში გადაზიდვას.”-განაცხადა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა მამუკა ჭელიძემ

აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის ნარკოტიკებთან ბრძოლის ადმინისტრაციის თბილისის ოფისის ატაშეს მოადგილის, მაიკა სუტროვის განცხადებით, დაკავებულია ბულგარეთის ორი მოქალაქე.

საგამოძიებო მოქმედებები ახლაც გრძელდება.

სიახლეები

აბიტურიენტების 25%-ზე მეტმა ბარიერი ვერ გადალახა

რას ვერ ასწავლიან მოზარდებს სკოლებში და რატომ იქცა ეროვნული გამოცდების ჩაბარება აბიტურიენტების ნაწილისთვის სერიოზულ...

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს.  დასაფლავების გადაწყვეტილება გვამებს გახრწნის...

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო, მათ შორის 400 დრონის ოპერატორი -...

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, რომელიც роснефть-ს ეკუთვნის. გავრცელებულ კადრებში...