მთავარისიახლეებიპოლიტიკატიკ-ტოკი დღეს, პენსიები გაისად - ყველა პენსიონერს პენსია გაეზრდება მინიმუმ...

ტიკ-ტოკი დღეს, პენსიები გაისად – ყველა პენსიონერს პენსია გაეზრდება მინიმუმ 20 ლარით, 70 წელს ზემოთ – 25 ლარით, მაგრამ … მხოლოდ 2021 წლიდან

Published on

“ისეთი კრიზისები როგორი გლობალური პანდემიაა, შეუძლებელია, გადალახული იყოს ერთ-ორ თვეში, ერთ ან ორ წელიწადში. ჩვენ მოგვიწევს, გავუმკლავდეთ ამ გლობალური პანდემიის შედეგებს წლების განმავლობაში. შესაბამისად, ჩვენ გადავწყვიტეთ, ამ თვალსაზრისით, დღესვე გვეზრუნა. ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად გვეფიქრა და შეგვეთანხმებინა მათთან ჩვენს ყველაზე მოწყვლად ჯგუფზე, პენსიონერებზე ზრუნვის მექანიზმები, რომლებიც იქნება გამყარებული საკანონმდებლო დონეზე 

ამ მუშაობის შედეგად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველა პენსიონერის პენსია გაიზრდება, არანაკლებ ინფლაციის მაჩვენებლით, რაც ფაქტობრივად უზღვევს ფასების ზრდას პენსიონერებს, პენსიის სახით.

ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია სოციალური მდგრადობის თვალსაზრისით, და ამასთან ერთად, 70 წელს ზემოთ პენსიონერები, გარდა ინფლაციის პროცენტული რაოდენობის ზრდისა, ასევე ეკონომიკური ზრდის 80%-ით მიიღებენ პენსიის ზრდის შესაძლებლობას. ეს, ფაქტობრივად, ნიშნავს იმას, რომ 2021 წლიდან, გარანტირებულად, მინიმუმ ყველა პენსიონერს პენსია გაეზრდება 20 ლარით, ხოლო 70 წელს ზემოთ – 25 ლარით. ეს არის ქვედა ზღვარი.

სიახლეები

20 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება – სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 20 ნოემბრის დღის ბოლოდან 23 ნოემბრამდე და აღმოსავლეთ...

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე… ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო -მეხანძრე-მაშველი 3 წლის თაიაზე

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე... ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო ...

ალექსანდრე მუხაძეს უზენაესმა სასამართლომ 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და პატიმრის წამებისთვის მსჯავრდებულ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების...

კორპუსის აფეთქებას ფონიჭალაში 6 ადამიანი ემსხვერპლა

ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები არიან: ხუთი შვილის დედა ნინო...