მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ჩემთვის დიდი პატივია პრეზიდენტ ზელენსკის შეთავაზება''- სააკაშვილიაცხადებს, რომ მზად არის...

“ჩემთვის დიდი პატივია პრეზიდენტ ზელენსკის შეთავაზება”- სააკაშვილიაცხადებს, რომ მზად არის წარუდგინოს უმაღლეს რადას თავისი პროგრამა

Published on

საქართველოს ექსპრეზიდენტისა და ოდესის ოლქის ექსგუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის, განცხადებით, მან უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისგან ვიცეპრემიერის თანამდებობაზე დანიშვნის შეთავაზება მიიღო. 

“ჩემთვის დიდი პატივია პრეზიდენტ ზელენსკის შეთავაზება, გავხდე უკრაინის მთავრობის ვიცეპრემიერი რეფორმების საკითხებში. მე უკვე მქონდა ძალიან პროდუქტიული საუბარი პრემიერმინისტრ შმიგალემთან, რომლის ფარგლებშიც ჩვენ დეტალურად განვიხილეთ ყველა საკითხი, რომელიც დაკავშირებულია მთავრობაში ჩემს შესაძლო სამსახურთან დაკავშირებით”, – წერს სააკაშვილი Facebook-ზე. 

პოსტში სააკაშვილი ასევე აღნიშნავს, რომ ზელენსკის მთელი იმ დროის განმავლობაში უჭერს მხარს, რაც ის პრეზიდენტის თანამდებობაზეა. 

“მე ამ შეთავაზებასა და საკუთარ გადაწყვეტილებას ძალიან დიდი პასუხისმგებლობით ვუდგები იმიტომ, რომ ეს ქვეყნისთვის ძალიან არა იოლი დროა. წინ ჩვენ ძალიან რთული პერიოდი გვაქვს, როგორც ეკონომიკაში, ისე მთლიანად ქვეყნის ცხოვრებაში. ჩვენ ახლა ისე, როგორც არასდროს, გაბედულად ყოფნა გვჭირდება ჩვენს გადაწყვეტილებებსა და რეფორმებში”, – წერს ექსპრეზიდენტი. 

სააკაშვილის განცხადებით, ის უმაღლეს რადას თავის პროგრამას წარუდგენს, თუ როგორ უნდა დაეხმაროს დენის შმიგალის მთავრობას. 

უკრაინული მედიის UNIAN ცნობით, სააკაშვილის შესაძლო ვიცეპრემიერობასთან დაკავშირებით ინფორმაცია თავდაპირველად ზელენსკის პარტიის “ხალხის მსახური” დეპუტატმა, ალექსანდრ კაჩურმა, გაავრცელა. კაჩურის თქმით, ფრაქციის “ხალხის მსახური” შეხვედრა ვიცეპრემიერობის კანდიდატთან უმაღლესი რადას რიგგარეშე სხდომის წინ გაიმრთება. 

სიახლეები

საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია დაამტკიცა

საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ "ქართული ოცნების" წინააღმდეგ რეზოლუცია დაამტკიცა - რეზოლუციას მხარი 68 დეპუტატმა დაუჭირა...

სანამ ვინმე შეწყალებაზე ისაუბრებს, სინანულზე ილაპარაკოს – პაპუაშვილი პოლიტპატიმრებზე

ივანიშვილის პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა რეჟიმის პატიმრების შეწყალების საკითხზე საუბრისას თქვა, რომ "შენდობას წინ...

ავტოსადილერო კომპანიის დირექტორი თაღლითობისთვის დააკავეს

რუსთავში, თაღლითობის ბრალდებით, ერთ-ერთი ავტოსადილერო კომპანიის დირექტორი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ...

ფოთში მატარებლის ვაგონის ავზიდან, 3 000-მდე ლიტრი საწვავი მოიპარეს დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ფოთის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ჩადენილი...