მთავარისიახლეებიმსოფლიოჩინეთი უარყოფს ბრალდებას, რომ მონაცემები განზრახ დამალა

ჩინეთი უარყოფს ბრალდებას, რომ მონაცემები განზრახ დამალა

Published on

ჩინეთის მიერ ვირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა აღრიცხვის სისწორე ეჭვქვეშ უკვე დააყენეს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებმა, მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა…აშშ-ის დაზვერვამ დაასკვნა, რომ ჩინეთი ვირუსის გავრცელების მასშტაბებს, ინფიცირებულთა და დაღუპულთა რიცხვს მალავდა. მსგავსი განცხადება  გააკეთა დიდი ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმაც.

ჩინეთი უარყოფს ბრალდებას, რომ მონაცემები განზრახ დამალეს. თუმცა, ახალი კორონავირუსისგან გარდაცვლილთა რიცხვი შეასწორეს. ახალი მონაცემების შეტანის შემდეგ ქალაქ ვუჰანში, სადაც ვირუსი პირველად გავრცელდა, გარდაცვალების კიდევ 1,290 ახალი შემთხვევა დაემატა.

შესწორების შემდეგ მთლიანად ჩინეთში გარდაცვლილთა რიცხვი თითქმის 40%-ით გაიზარდა და 4,636-ს მიაღწია. უმეტესობა ჰუბეის პროვინციაშია დაფიქსირებული, სადაც ქალაქი ვუჰანი მდებარეობს. გარდა ამისა, მონაცემების გადახედვის შემდეგ, ჩინეთმა ვირუსით ინფიცირების 325 ახალი შემთხვევა აღრიცხა.

ჩინეთის სახელმწიფო მედიის მიხედვით ზრდა იმან გამოიწვია, რომ აღრიცხეს ის შემთხვევებიც, როდესაც დაავადებული კორონავირუსით სახლში, ექიმის ნახვის და ოფიციალური დიაგნოზის დასმის გარეშე გარდაიცვალა. ჩინეთის ეპიდემიოლოგიის ცენტრის ანგარიშში ნათქვამია, რომ ამჯერად აღირიცხა ის მონაცემებიც, რაც მათ კლინიკებმა გადატვირთულობის გამო დროულად ვერ მიაწოდეს.

სიახლეები

ნინო ლომჯარიამ TV იმედს უჩივლა

საზოგადოებრივი პლატფორმა "საქართველოს ევროპული ორბიტა" დამფუძნებელი, ნინო ლომჯარია ტელეკომპანია "იმედის" წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს. მისი...

რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში – თინა ბოკუჩავა

,,ჟურნალისტების ზარებიდან გამომდინარე საჭიროდ ჩავთვალე კიდევ ერთხელ მკაფიოდ განვმარტო ის რაც გუშინდელი ბრიფინგის დასასრულს...

თუ უკრაინა დაიწვება, მოსკოვიც დაიწვება-ზელენსკი

თუ უკრაინა დაიწვება, მოსკოვიც დაიწვება - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან სატელეფონო...

სამთვიანი პატიმრობის შემდეგ ზუგდიდის, აქციების მედროშე შალვა ესართია თავისუფალია

პოლიციის დაუმორჩილებლობის გამო სისხლის სამართლის წესით დაკავებული ზუგდიდელ აქტივისტს შალვა ესართიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა...