მთავარისიახლეებისაზოგადოებახვალ, 17 აპრილიდან 21 აპრილმდე, სრულად იკრძალება მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება

ხვალ, 17 აპრილიდან 21 აპრილმდე, სრულად იკრძალება მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება

Published on

ხვალ 17 აპრილი 21 აპრილმდე, სრულად იკრძალება მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება. აკრძალვა არ ვრცელდება ტვირთების და დისტრიბუციის გადაადგილებაზე – ამის შესახებ სპეციალურ ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

ამასთან, სასურსათი მაღაზიები და აფთიაქები ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.

ხვალიდან, სავალდებულო ხდბეა პირბადების ტარება დახურულ სივრცეებში.

“მინდა დავაზუსტო, რომ შეზღუდვა არ ვრცელდება ტვირთების გადაზიდვასა და დისტრიბუციის მანქანებზე. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ სასურსათო მაღაზიები, აფთიაქები და ყველა ის ობიექტი, რომელიც აქამდე მუშაობდა, ჩვეულებრივ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. ასევე, მუშაობას აგრძელებს მიტანის სერვისები. ამასთან, დაშვებული ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში მოქმედმა კომპანიებმა თანამშრომლების ტრანსპორტირების უზრუნველსაყოფად შესაბამისი ნებართვების მიღების მიზნით უნდა მიმართონ დარგობრივ სამინისტროებს. მათ ასევე შეუძლიათ ისარგებლონ მთავრობის ცხელი ხაზით და დარეკონ 144-ზე. ამავე დროს, ხვალიდან სავალდებულო ხდება პირბადეების ტარება დახურულ და საჯარო სივრცეში. პასუხისმგებლობა ამ მოთხოვნის შესრულებაზე ეკისრებათ იურიდიულ პირებს. აქვე შეგახსენებთ, რომ იურიდიული პირებისთვის პასუხისმგებლობა განისაზღვრა 15 ათასი ლარით. ასევე, შეგახსენებთ, რომ ხვალიდან შეზღუდვები წესდება სასაფლაოებზე შესვლასთან დაკავშირებით,”- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

როგორც ჩიქოვანმა აღნიშნა, გადაწყვეტილება ქვეყანაში COVID 19-ის გავრცელების კუთხით ეპიდვითარების დამძიმების გამო მიიღეს. 

სიახლეები

რუსი ოფიცრის აფეთქებას აღიარებს, მაგრამ არ ნანობს – ვინ არის მარგარიტა რეუტი?

სევასტოპოლში რუსი ოფიცრის აფეთქების საქმეზე დაკავებული მარგარიტა რეუტი, ჩადენილს აღიარებს, მაგრამ არ ნანობს. სევასტოპოლში აფეთქების...

როდემდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოში?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოს...

როგორ აშიშვლებს საწვავის კრიზისი „ნაცრისფერ სქემებსა“ და დიპლომატიურ პარადოქსებს

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საწვავის ბაზარი კოლაფსის ზღვარზე ბალანსირებს და კრიზისიდან გამოსავლის ძიებაში რეგიონები...

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...