მთავარისიახლეებიმსოფლიომონტენეგროში Covid-19-ის გამო შემოღებული აკრძალვის დარღვევისთვის მიტროპოლიტი და 20 სხვა სასულიერო პირი...

მონტენეგროში Covid-19-ის გამო შემოღებული აკრძალვის დარღვევისთვის მიტროპოლიტი და 20 სხვა სასულიერო პირი დააკავეს

Published on

მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცაში მდებარე ერთ-ერთ მონასტერში მიტროპოლიტი ამფილოქე, ქვეყანაში სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსი, დააკავეს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, პოლიციამ მასთან ერთად კიდევ რამდენიმე სასულიერო პირი და მონასტერში შეკრებილი მორწმუნე დააკავა. მათი ინფორმაციით, დაკავება კორონავირუსის პანდემიის გამო ქვეყანაში შემოღებული აკრძალვების დარღვევის გამო მოხდა.

სერბეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ მიტროპოლიტის დაკავება დაგმო და პოლიციას მისი გათავისუფლებისაკენ მოუწოდა.

მალევე პოლიციამ გაავრცელა განცხადება, რომ სასულიერო პირების პოლიციაში გადაიყვანა მათი გამოკითხვის მიზნით მოხდა, რათა დაედგინათ, რატომ იყო ხალხი მონასტერში შეკრებილი, აკრძალვის მიუხედავად .

დაკავებულები უკვე გაათავისუფლეს.

ამ დროისათვის მონტენეგროში ახალი კორონავირუსით დაავადების 272 შემთხვევაა აღრიცხული, დაიღუპა 3 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 5.

სიახლეები

ზელენსკი- ტერიტორიების დათმობას მხარს ვერ დავუჭერ

ბრიტანელ ჟურნალისტთან, პირს მორგანთან ინტერვიუში კითხვაზე, დაუთმობს თუ არა უკრაინა რუსეთს ტერიტორიას სამშვიდობო შეთანხმების...

დაკავებულია 29 პირი-სუს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ბოლო დღენახევრის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩატარებული რამდენიმე ღონისძიების შედეგად...

ქუთაისში ბირთვული მასალის 3 მლნ დოლარად შეძენას ცდილობდნენ – სუს-მა 2 უცხოელი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოებს სამსახურის განცხადებით, დააკავეს უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე, რომელიც ქუთაისში 3 მილიონ...

აშშ-ის ათობით სამხედრო თვითმფრინავი ახლო აღმოსავლეთისკენ მიფრინავს

ღია წყაროები დაზვერვის (OSINT) ანალიტიკოსები ფრენების ონლაინ მონაცემებზე დაყრდნობით წერენ, რომ აშშ-ს საჰაერო ძალების...