მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ვთქვი, მაგრამ არ მითქვამს'' - ასეთია ზურაბ აბაშიძის იმ განმარტებების არსი, რომელიც...

,,ვთქვი, მაგრამ არ მითქვამს” – ასეთია ზურაბ აბაშიძის იმ განმარტებების არსი, რომელიც ვიზალიბერალიზაციაში რუსეთის დამსახურების შესახებ გაკეთებულ მის განაცხადებას ეხება

Published on

პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძეს მიაჩია, რომ  „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა, როგორც ჩანს, კარგად არ მოისმინეს მისი განცხადება, რომლის გამოც პარლამენტში იბარებენ, თუმცა გამოტქვამს მზადყოფნას, საჭიროების შემთხვევაში, პარლამენტში მივიდეს და მათ შეკითხვებს პასუხი გასცეს. 
 
„ რუსეთის დამსახურებაა ვიზალიბერალიზაცია-თქო, არ მითქვამს, როგორ ვიტყოდი ასეთ რაღაცას? მე ასე ვთქვი, ასე გავიმეორებ და ასეც არის და ეს ფორმულა მე ხშირად მსმენია ჩვენი ევროპელი კოლეგებისგან – ჩვენი ევროპული პროექტის წარმატებით განხორციელების ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორი არის ის, რომ ჩვენ შევამცირეთ გარეშე საფრთხეები, მათ შორის რუსეთთან დიალოგის მეშვეობით. ეს შეგიძლიათ ჰკითხოთ ნებისმიერ ჩვენს ევროპელ კოლეგას, ეს მათი ფორმულაა და აბსოლუტური ჭეშმარიტებაა“, – განაცხადა აბაშიძემ. 
 
შეგახსენებთ, რომ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს ზურაბ აბაშიძეს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინთან შეხვედრის შემდეგ პარლამენტში, საგარო ურთიერთობათა კომიტეტში იბარებს.  ერთ-ერთი საკითხი, რომელთან დაკავშირებითაც ოპოზიციის წევრებს აბაშიძესთან კითხვები აქვთ, არის  „ინტერპრესნიუსთან“ რამდენიმე დღის წინ გაკეთებული მისი  განცხადება, რომელშიც ნათქვამია: 
„ჩვენი ევროპული პროექტის წარმატებით განხორციელების ერთ-ერთი ფაქტორი რუსეთთან დიალოგიც გახლავთ. რომ არა ის დიალოგი, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ რუსეთთან, მერწმუნეთ, ძალიან გაჭირდებოდა ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა და ახლა ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ასეთი შედეგის მიღება“.
 
რა განსხვავებაა ამ საწყის განცხადებასა და დღევანდელ განმარტებას შორის, ძნელი გასარკვევია.
 

სიახლეები

ალეკო ელისაშვილი დღეს მისივე სასამართლო პროცესიდან გააძევეს

მოსამართლე მეია მელქაძემ ალეკო ელისაშვილი დღეს მისივე სასამართლო პროცესიდან გააძევა. მიზეზად მან წესრიგის დარღვევა...

მართვის მოწმობის გამოცდის დროს მოქალაქე ცუდად გახდა და გარდაიცვალა

ქუთაისში, მართვის მოწმობის გამოცდის დროს მოქალაქე ცუდად გახდა და გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას "ინფო...

ნანუკა ჟორჟოლიანმა მცხეთის იზოლატორი დატოვა

ჟურნალისტმა, ნანუკა ჟორჟოლიანმა, სამდღიანი პატიმრობის შემდეგ, მცხეთის იზოლატორი დატოვა. მას საპატიმროსთან ოჯახის წევრები და აქტივისტები...

პაპუაშვილი- ევროპარლამენტში ზოგი ისეთია, ნება რომ მისცე, რაკეტებსაც დაგვიშენდნენ

ევროპარლამენტში ზოგი ისეთი ხალხია, ნება რომ მისცე რაკეტებსაც დაგვიშენდნენ საქართველოს, ჭკუა მათ არ მოეკითხებათ....