მთავარისიახლეებისაზოგადოება" ცოტ­ნეს მკურ­ნა­ლო­ბის არ­ცერთ ეტაპ­ზე, არ­ცერ­თი ინ­სტან­ცი­ის­გან იო­ტის­ხე­ლა ყუ­რა­დღე­ბა არ მოკ­ლე­ბია. არ...

” ცოტ­ნეს მკურ­ნა­ლო­ბის არ­ცერთ ეტაპ­ზე, არ­ცერ­თი ინ­სტან­ცი­ის­გან იო­ტის­ხე­ლა ყუ­რა­დღე­ბა არ მოკ­ლე­ბია. არ მინდა მანანას საქციელზე კომენტარი გავაკეთო…” – რას წერს გიორგი გამსახურდია ძმაზე

Published on

სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტის ვა­ჟის, ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ მისი ძმა, გი­ორ­გი გამ­სა­ხურ­დია “ტვი­ტე­რის” სა­კუ­თარ გვერ­დზე წერს და სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მად­ლო­ბას უხ­დის:

“არ მიყ­ვარს დე­ტა­ლე­ბის გა­მომ­ზე­უ­რე­ბა ხოლ­მე, რაც მე მე­ხე­ბა და მი­თუ­მე­ტეს ეხე­ბა ჩემს ძმას. მაგ­რამ ამ ათა­სი ჯუ­რის არამ­კი­თხემ უკვე ყელ­ში ამო­იყ­ვა­ნა ჩემი მოთ­მი­ნე­ბა… სე­ი­რის მო­ლო­დინ­ში ყუ­რებ­დაც­ქვე­ტი­ლო ხელ­ცქვი­ტე­ბო, თქვენს გა­სა­გო­ნად ვამ­ბობ ბევრ რა­მეს (ანა­ლო­გი­ურს ფიქ­რობს ჩემი უფ­რო­სი ძმა და ჩემი რძა­ლი) ცოტ­ნეს სა­კი­თხი იყო ძა­ლი­ან რთუ­ლი, პირ­ველ ეტაპ­ზე ფაქ­ტობ­რი­ვად ყვე­ლა იმე­დი გა­და­წუ­რუ­ლი იყო, ქარ­თველ­მა ექი­მებ­მა და ქარ­თულ­მა ჯან­დაც­ვის სის­ტე­მამ მარ­თლა ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თეს, რომ სი­ტუ­ა­ცია რა­დი­კა­ლუ­რად სა­სი­კე­თოდ შე­მობ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო… შემ­დეგ დად­გა ეტა­პი, რო­დე­საც ცოტ­ნე სა­ჭი­რო­ებ­და სა­ზღვარ­გა­რეთ მკურ­ნა­ლო­ბას, შე­ირ­ჩა კლი­ნი­კა და სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის, ასე­ვე ფონ­დი ქარ­თუს სრუ­ლი ჩარ­თუ­ლო­ბით, სა­მე­დი­ცი­ნო თვითმფრი­ნა­ვით გა­დაყ­ვა­ნილ იქნა თურ­ქე­თის, ის­ტამ­ბუ­ლის აჯი­ბა­დე­მის კლი­ნი­კა­ში, სა­დაც ფაქ­ტობ­რი­ვად, სას­წა­უ­ლი მო­ახ­დი­ნეს ექი­მებ­მა და ხან­გრძლი­ვი მკურ­ნა­ლო­ბის შემ­დეგ, ცოტ­ნე გა­მო­აღ­ვი­ძეს.

მე­სა­მე ეტა­პი, რო­მე­ლიც რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას მო­ი­ცავს, და­ი­წყო ახლა, ასე­ვე ზემ­ოთხსე­ნე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბით და ჩვე­ნი სრუ­ლი ჩარ­თუ­ლო­ბით. რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია თურ­ქეთ­ში გა­და­წყდა იმ მი­ზე­ზის გამო, რომ იმ დრო­ის­თვის, ცნო­ბი­ლი მოვ­ლე­ნე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ევ­რო­კავ­ში­რი იყო სრუ­ლი­ად და­ხუ­რუ­ლი და მი­უ­ხე­და­ვად ქ-ნი ე.ტი­კა­რა­ძის პი­რა­დი ძა­ლის­ხმე­ვი­სა, გერ­მა­ნულ მხა­რეს არ არ­მო­აჩ­ნდა მზა­ო­ბა მი­ე­ღო სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ოდ პა­ცი­ენ­ტი. ცოტ­ნე მო­ი­ტა­ცეს, ცოტ­ნე გა­ი­ტა­ცეს, ცოტ­ნე არ ვი­ცით სა­დაა, გი­ორ­გის “ტვი­ტე­რი” ყალ­ბია და ა.შ. არის სპე­კუ­ლა­ცია, სხვა თუ არა­ფე­რი. არ ჩა­მოვ­თვლი იმ არამ­კი­თხე მო­ამ­ბე­ე­ბის სა­ხე­ლებ­სა და გვა­რებს, ვინც ამ სი­სუ­ლელ­ში არი­ან ჩარ­თულ­ნი და ამ სი­სუ­ლე­ლე­ებ­სა და სიც­რუ­ეს ტი­რა­ჟი­რე­ბენ. არ მინ­და და არ მაქვს სურ­ვი­ლი მა­ნა­ნას ნათ­ქვამ­ზე ან თუნ­დაც რა­ი­მე საქ­ცი­ელ­ზე კო­მენ­ტა­რი გა­ვა­კე­თო. ზრდას­რუ­ლი, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ადა­მი­ა­ნია და თა­ვად არის თა­ვის გა­კე­თე­ბულ საქ­მე­ზე თუ ნათ­ქვამ­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი….

ახლა ბო­ლოს, ცოტ­ნეს მკურ­ნა­ლო­ბის არ­ცერთ ეტაპ­ზე, არ­ცერ­თი ინ­სტან­ცი­ის­გან, მაქვს მხედ­ვე­ლო­ბა­ში ქარ­თუ­ლი სახ­ლემ­წი­ფო ინ­სტი­ტუ­ტე­ბი, მმარ­თვე­ლი გუნ­დი თუ ად­გი­ლობ­რი­ვი სა­ელ­ჩო, იო­ტის­ხე­ლა ყუ­რა­დღე­ბა არ მოკ­ლე­ბია მას და არც თურ­ქეთ­ში მყოფ დე­და­მისს ან მის მე­უღ­ლე ანის. ყვე­ლა­ფე­რი ცოტ­ნეს გარ­შე­მო მი­დის და მი­დი­ო­და უმაღ­ლე­სი ყუ­რა­დღე­ბით და უმაღ­ლე­სი სტან­დარ­ტე­ბის სრუ­ლი დაც­ვით, რაც დღე­ვან­დელ მსოფ­ლი­ო­ში შე­იძ­ლე­ბა რომ ადა­მი­ანს ქონ­დეს. კი­დევ ერთხელ მად­ლო­ბა ბა­ტონ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას, პრე­მი­ე­რი­დან და­წყე­ბუ­ლი და ბოლო წევ­რით დამ­თავ­რე­ბუ­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტს გა­მო­ჩე­ნი­ლი ყუ­რა­დღე­ბის­თვის და მთელ სა­ზო­გა­დო­ე­ბას, გა­ნურ­ჩევ­ლად პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბი­სა, რო­მელ­თათ­ვი­საც ძვირ­ფა­სია ცოტ­ნე და გამ­სა­ხურ­დი­ე­ბის ოჯა­ხი. მე კი­დევ გა­ვაგ­რძე­ლებ ჩემ ძმა­ზე ზრუნ­ვას ვი­ღა­ცე­ე­ბის ფხუ­კუ­ნის მი­უ­ხე­და­ვად.

p.s. არ იტევს ეს და­ლოც­ვლი­ლი “ტვი­ტე­რი” მეტს და მი­წევს ამ ფორ­მით ხოლ­მე ინ­ფორ­მა­ცი­ის გად­მო­ცე­მა”, – წერს გი­ორ­გი გამ­სა­ხურ­დია.

სიახლეები

რუსი ოფიცრის აფეთქებას აღიარებს, მაგრამ არ ნანობს – ვინ არის მარგარიტა რეუტი?

სევასტოპოლში რუსი ოფიცრის აფეთქების საქმეზე დაკავებული მარგარიტა რეუტი, ჩადენილს აღიარებს, მაგრამ არ ნანობს. სევასტოპოლში აფეთქების...

როდემდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოში?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოს...

როგორ აშიშვლებს საწვავის კრიზისი „ნაცრისფერ სქემებსა“ და დიპლომატიურ პარადოქსებს

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საწვავის ბაზარი კოლაფსის ზღვარზე ბალანსირებს და კრიზისიდან გამოსავლის ძიებაში რეგიონები...

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...