მთავარისიახლეებიპოლიტიკა100 მილიონი ლარი კაცისგან, რომელმაც მხოლოდ საყდრისის აფეთქებიდან ორი წლის განმავლობაში...

100 მილიონი ლარი კაცისგან, რომელმაც მხოლოდ საყდრისის აფეთქებიდან ორი წლის განმავლობაში თითქმის 2 მილიარდი ლარის ღირებულების ოქრო და სპილენძი აქვს გატანილი ქვეყნიდან…

Published on

ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ნიკა მალია “ქართული ოცნების” თავმმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ოჯახის მიერ StopCoV ფონდში 100 მილიონი ლარის ჩარიცხვას ეხმაურება.

მელიას თქმით, ბიძინა ივანიშვილს კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველ ფონდში შეეძლო გაცილებით მეტი თანხა ჩაერიცხა.

“რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის მიერ 100 მილიონი ლარის ჩარიცხვას, ხომ გინდათ, რომ ვიყო გულრწრფელი და გითხრათ ის, რასაც ვფიქრობ – ეს არის ცინიზმი. ამ ადამიანს მხოლოდ საყდრისის აფეთქებიდან, უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში თითქმის 2 მილიარდი ლარის ღირებულების ოქრო და სპილენძი აქვს გატანილი ქვეყნიდან…

ბიძინა ივანიშვილის, როგორც ამ ქვეყნის მმართველის და ჩემი აზრით მძარცველის შემოსავალი 2019 წელს გახდა 550 მილიონი დოლარი და მისი ქონების 0,6%, რაღაცა 31 მილიონი დოლარი ჩარიცხა ახლა ფონდში და ეს უნდა იქნეს ახლა მოწონებული?!

ტვიტერის დამფუძნებელმა საკუთარი ქონების 27% გადარიცხა შესაბამის ფონდში, მილიარდი დოლარი,” – განაცხადა ნიკა მელიამ და დასძინა, რომ ხელისუფლებას პანდემიასთან ბრძოლაში დაეხმაროს.

“ოპოზიცია, როგორც არასდროს ისე არის ახლა ხარისხობრივი პასუხისმგებლობით განმსჭვალული და ქვეყანაში არსებულ რთულ ვითარებას ითვალისწინებს. გარდა იმისა, რომ ვცდილობთ ვიყოთ სოლიდარული და მეტ-ნაკლებად რბილები კრიტიკაში, ამასთან, ვისაც რა შეგვიძლია ყველაფერს ვაკეთებთ და აქ არ არის მხოლოდ საუბარი “ნაციონალურ მოძრაობაზე.” ასობით გაჭირვებული ოჯახი არის მხარდაჭერილი ოპოზიციისგან.

ძალიან მნიშვნელოვან შეთავაზებაზე ხელისუფლებამ უარი თქვა, რომელიც ეხება ემიგრანტების ჩამოყვანას. “ნაციონალურმა მოძრაობამ” და მიხელ სააკაშვილმა კონკრეტული შეთავაზება გააკეთა და ასევე თქვა, რომ კი ბატონო, მე ფონდში ჩავრიცხავ თანხას, უბრალოდ კონკრეტულ უკრაინულ ავიაკომპანიას თქვენ გაუფორმეთ ხელშეკრულება და ამის შემდეგ შემდეგ ბუნებრივია, ყველა იმ საფასურს, რომელიც მოემსახურებოდა ყველა ჩვენს ემიგრანტის ჩამოყვანას, ჩვენ ამ თანხას ავანაზღაურებთ,” – განაცხადა ნიკა მელიამ.

სიახლეები

რუსი ოფიცრის აფეთქებას აღიარებს, მაგრამ არ ნანობს – ვინ არის მარგარიტა რეუტი?

სევასტოპოლში რუსი ოფიცრის აფეთქების საქმეზე დაკავებული მარგარიტა რეუტი, ჩადენილს აღიარებს, მაგრამ არ ნანობს. სევასტოპოლში აფეთქების...

როდემდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოში?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოს...

როგორ აშიშვლებს საწვავის კრიზისი „ნაცრისფერ სქემებსა“ და დიპლომატიურ პარადოქსებს

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საწვავის ბაზარი კოლაფსის ზღვარზე ბალანსირებს და კრიზისიდან გამოსავლის ძიებაში რეგიონები...

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...