მთავარისიახლეებიპოლიტიკასალომე ზურაბიშვილი: ვერ მივალ აღდგომის წირვაზე, ქვეყნის პრეზიდენტს არ შეუძლია დაარღვიოს ...

სალომე ზურაბიშვილი: ვერ მივალ აღდგომის წირვაზე, ქვეყნის პრეზიდენტს არ შეუძლია დაარღვიოს კანონი და წესი

Published on

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის თქმით, ის სააღდგომო ლიტურგიას არ დაესწრება, რადგან პრეზიდენტი ამ კუთხით, “სამაგალითო” უნდა იყოს. 

“ქვეყნის პრეზიდენტს არ შეუძლია დაარღვიოს ის, რაც არის კანონი და წესი. ქვეყნის პრეზიდენტი უნდა იყოს სამაგალითო ამ კუთხით და ვერ მისცემს საზოგადოებას დაუმორჩილებლობის რამე მაგალითს. დარწმუნებული ვარ, ყველანი ერთად ვილოცებთ. ეკლესიაში მყოფი სასულიერო პირები ჩვენთვის ილოცებენ და ეს ასევე იქნება ჩვენი რწმენის დიდი გამარჯვება”- თქვა ზურაბიშვილმა და ხალხს სახლში დარჩენისკენ მოუწოდა. 

21 მარტიდან საქართველოში საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს, დაწესებულია კომენდანტის საათი. ხელისუფლებას საპატრიარქოს გადაწყვეტილებების მიმართ შერჩევითი მიდგომისთვის აკრიტიკებენ, განსაკუთრებით, მოახლოებული საეკლესიო დღესასწაულების გათვალისწინებით – საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ მრევლის ერთი კოვზით ზიარების წესი არ შეცვალა.

ჯერჯერობით უცნობია, ე.წ კომენდანტის საათის პირობებში როგორ ჩატარდება ეკლესიებში სააღდგომო ლიტურგია და წირვა ღამისთევით. დეკანოზმა შალვა კეკელიამ გამოთქვა მოსაზრება, რომ მრევლი ეკლესიებში საღამოს 21:00 საათმდე შეიკრიბოს და დილის 06:00-მდე იქ დარჩეს. მოგვიანებით, საპატრიარქოს პრესსპიკერმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ თქვა, რომ ინიციატივა საპატრიარქოსთან შეთანხმებული არ ყოფილა. 

მღვდელმთავრებისა და მთავრობის წევრების თქმით, მათ შორის ამ საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს. 

სიახლეები

რუსი ოფიცრის აფეთქებას აღიარებს, მაგრამ არ ნანობს – ვინ არის მარგარიტა რეუტი?

სევასტოპოლში რუსი ოფიცრის აფეთქების საქმეზე დაკავებული მარგარიტა რეუტი, ჩადენილს აღიარებს, მაგრამ არ ნანობს. სევასტოპოლში აფეთქების...

როდემდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოში?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოს...

როგორ აშიშვლებს საწვავის კრიზისი „ნაცრისფერ სქემებსა“ და დიპლომატიურ პარადოქსებს

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საწვავის ბაზარი კოლაფსის ზღვარზე ბალანსირებს და კრიზისიდან გამოსავლის ძიებაში რეგიონები...

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...