მთავარისიახლეებისამართალიგანახლდა პირადობის ელექტრონული მოწმობისა და ბიომეტრიული პასპორტის გაცემა

განახლდა პირადობის ელექტრონული მოწმობისა და ბიომეტრიული პასპორტის გაცემა

Published on

დღეიდან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ პირადობის ელექტრონული მოწმობისა და ბიომეტრიული პასპორტის გაცემას განაახლა.

იუსტიციის სამინისტროს თანახმად, საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით, დაჩქარებული მომსახურების მიღება შეუძლებელი იქნება და სერვისს მომხმარებელი ტრადიციულ ვადაში (10 დღე) მიიღებს. განაცხადის გაკეთება და პროცედურების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება მოქალაქეებს შეუძლიათ my.gov.ge-ზე ან sda.gov.ge-ზე.

სამოცდაათი წლის და მეტი ასაკის პირები პირადობის ელექტრონულ მოწმობასა და ბიომეტრიულ პასპორტზე განაცხადის გაკეთებას (მათ შორის, როცა პირველად იღებენ დოკუმენტს) სახლიდან გაუსვლელად შეძლებენ.

იუსტიციის სამინისტროს განმარტებით, ამისათვის მოქალაქემ უნდა დარეკოს ცხელ ხაზზე და ინფორმაცია მიაწოდოს ოპერატორს, რის შემდეგაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად ეკიპირებული სააგენტოს თანამშრომლები განაცხადის მისაღებად და საჭირო პროცედურების განსახორციელებლად დაინტერესებულ პირს 10 დღის ვადაში მის მიერ მითითებულ მისამართზე მიაკითხავენ.

მოქალაქეები მზა დოკუმენტს ფოსტის საშუალებით მიიღებენ.

სიახლეები

რუსი ოფიცრის აფეთქებას აღიარებს, მაგრამ არ ნანობს – ვინ არის მარგარიტა რეუტი?

სევასტოპოლში რუსი ოფიცრის აფეთქების საქმეზე დაკავებული მარგარიტა რეუტი, ჩადენილს აღიარებს, მაგრამ არ ნანობს. სევასტოპოლში აფეთქების...

როდემდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოში?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოს...

როგორ აშიშვლებს საწვავის კრიზისი „ნაცრისფერ სქემებსა“ და დიპლომატიურ პარადოქსებს

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საწვავის ბაზარი კოლაფსის ზღვარზე ბალანსირებს და კრიზისიდან გამოსავლის ძიებაში რეგიონები...

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...