მთავარისიახლეებისაზოგადოება"დაზღვეული არავინაა, რაც არ უნდა უსაფრთხოების წესები დაიცვა, ხდება ხოლმე ასეთი შემთხვევები''...

“დაზღვეული არავინაა, რაც არ უნდა უსაფრთხოების წესები დაიცვა, ხდება ხოლმე ასეთი შემთხვევები” – კახი კალაძე ლერმონტოვის ქუჩაზე მომხდარ ნგრევას ეხმაურება

Published on

თბილისის მერი კახა კალაძე ლერმონტოვის ქუჩაზე ავარიული შენობის დემონტაჟის დროს მომხდარ ნგრევას და მუშების დაშავებას ეხმაურება.

“დაზღვეული არავინაა, რაც არ უნდა უსაფრთხოების წესები დაიცვა, ხდება ხოლმე ასეთი შემთხვევები, სამწუხაროდ, რომ მერია დაზარალებულებს და მათ ოჯახებს დაეხმარება.  ” – ამბობს კალაძე, –

“ეს არის ის კომპანიები, რომლებიც ძველი თბილისის  რეაბილიტაციას ახორციელებენ. შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე მეტი გამოცდილება გააჩნიათ ამ კომპანიებს ამ მიმართულებით მუშაობის და სამუშაოების უსაფრთხოება როგორც ჩვენთვის, ასევე მათთვის არის უმნიშვნელოვანესი.”

 ცნობისათვის, დღეს დილით 3-სართულიანი შენობის დემონტაჟის დროს 3 მუშა ნანგრევებში მოყვა.  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მუშები მძიმედ არ დაშავებულან ისინი მეხანძრე-მაშველებმა მალევე ამოიყვანეს.სამივე მათგანი კონტაქტურია და მსუბუქად არიან დაშავებული.

სიახლეები

რუსი ოფიცრის აფეთქებას აღიარებს, მაგრამ არ ნანობს – ვინ არის მარგარიტა რეუტი?

სევასტოპოლში რუსი ოფიცრის აფეთქების საქმეზე დაკავებული მარგარიტა რეუტი, ჩადენილს აღიარებს, მაგრამ არ ნანობს. სევასტოპოლში აფეთქების...

როდემდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოში?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოს...

როგორ აშიშვლებს საწვავის კრიზისი „ნაცრისფერ სქემებსა“ და დიპლომატიურ პარადოქსებს

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საწვავის ბაზარი კოლაფსის ზღვარზე ბალანსირებს და კრიზისიდან გამოსავლის ძიებაში რეგიონები...

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...