მთავარიUncategorizedროგორ ჩატარდეს წელს ერთიანი ეროვნული გამოცდები? - ევროპული საქართველო განათლების სამინისტროს...

როგორ ჩატარდეს წელს ერთიანი ეროვნული გამოცდები? – ევროპული საქართველო განათლების სამინისტროს გამოსავლის რამდენიმე ვარიანტს სთავაზობს

Published on

ევროპული საქართველოს დეპუტატი სერგო რატიანი მიმართავს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს მიხეილ ჩხენკელს, რომელმაც თქვა, რომ ახალი კორონავირუსის გავრცელების მიუხედავად, ამ ეტაპზე ეროვნული გამოცდების ჩატარების ფორმატის ან თარიღების ცვლილების საკითხი არ განიხილება. 

რატიანის თქმით, ევროპულ საქართველოში მიაჩნიათ, რომ აუცილებელია, უკვე ამ წუთიდან უნდა დაიწყოს მომზადება რთული სცენარისთვის და რომ ხელისუფლებას ოპოზიცია გამოსავლის რამდენიმე ვარიანტს სთავაზობს. 

როგორც სერგო რატიანი ამბობს, ევროპული საქართველო ფიქრობს, რომ ამ ვითარებაში აუცილებელია ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩასაბარებელი საგნის გამოცდების შემცირება და მიზანშეწყონილად მიიჩნევს, განიხილონ ერთი სავალდებულო კომბინირებული ტესტით მისაღები გამოცდების ჩატარების ვარიანტი. 

” ვგულისხმობთ არსებული საგნობრივი გამოცდების იმ ფორმით მოდელირებას, რომ ერთ სასესიო დროში აბიტურიენტებმა კომბინირებული პროგრამის შინაარსით ყველა სავალდებულო საგნის პროგრამის შინაარსის ჩაბარება შეძლონ ანუ მიმართულებების მიხედვით საგნობრივი ჯგუფების პროგრამის შინაარსის გაერთიანებას. ეს უკანასკნელი შესაბამისობაში მოვა სახელმწიფო დაფინანსების არსებულ მოდელთანაც,”- ამბობს სერგო რატიანი მიმართვაში. 

დეპუტატისვე თქმით, დროულად უნდა დაიწყოს მუშაობა და ქვეყნის მასშტაბით ყველგან, სადაც აბიტურიენტები დარეგისტრირებულები არიან, საგამოცდო ცენტრების ჩამყალიბება მოხდეს, მეტწილად კი სკოლებში. 

” სამინისტრომ უნდა დაიწყოს ამ ეტაპზე გამოცდის ჩატარების პრინციპის დამუშავება, საგამოცდო ცენტრების აღჭურვისათვის თანხის მოძიება. ჩვენ ხელთ არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ოთხი სასესიო საგნობრივი გამოცდის პირობებში, ერთ ცენტრში აღსაჭურვი იქნება 5-25 საგამოცდო სივრცე (უიშვიათესი შემთხვევა), რომელთა მართვა არსებული ადამიანური რესურსის პირობებშიც შესაძლებელია. ჩვენ მიერ შეთავაზებული მოდელი გულისხმობს აბიტურიენტების ინდივიდუალურად განთავსებას საგამოცდო ოთახებში, ხოლო ვიდეოთვალით აღჭურვილი თითოეული სივრცის მონიტორინგს ადგილზე შექმნილი მართვის მონიტორით,”- წერს რატიანი. 

დეპუტატისვე თქმით, აუცილებელია, რომ სკოლებმა გააგრძელონ დისტანციური სწავლების ის ფორმა, რაც დაწყებული აქვთ, მათ შორის იგულისხმება სატელევიზიო პლატფორმა “ტელესკოლაც”, თუმცა რატიანისვე თქმით, სამინისტრომ სასწრაფოდ უნდა შეიმუშავოს მიმდინარე საგანმანათლებლო პროცესის შეფასების მექანიზმები, რაც მიმდინარე პროცესის სავალდებულო და აკადემიურ ხასიათს განსაზღვრავს. 

“გამონაკლისი შემთხვევებისთვის შესაძლებელია, მოქმედი საკანონმდებლო რეგულაციების მიხედვით, გამოყენებული იყოს ექსტერნის ფორმით ზოგადი განათლების მიღების აპრობირებული მცდელობაც,”- ამბობს სერგო რატიანი. 

სიახლეები

შევქმნით საკუთარ ბანკს, სახელწოდებით ,,იმედის ბანკი“ – ტვ “იმედის” განცხადება

თავის ვებგვერდზე ტვ იმედი ავრცელებს განცხადებას, სადაც, გარკვეულწილად, სანქციების თემასაც ეხმიანება. განცხადებიდან ვგებულობთ, რომ...

“თავში მუშტები ჩამარტყა…” – ირაკლი დგებუაძეს ძალადობაში ამხელენ

საქართველოში ალბათ ერთ-ერთ ყველაზე სკანდალურად ცნობილ პოლიციელს ირაკლი დგებუაძეს ძალადობაში ამხელენ:       ...

სოციალურ ქსელზე უკანონო წვდომა მოიპოვა, ინტიმური ფოტო გადმოწერა და აშანტაჟებდა – პროკურატურამ ერთი პირი დააკავა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. "ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის მიერ...

“იმედზე” სხვებმა იგლოვონ, ბანკებს ხელს ვერ დააკარებენ, საპანიკო არაფერია – რომან გოცირიძე

რომან გოცირიძე აცხადებს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადება ბანკებისადმი, არ დაემორჩილონ ბრიტანულ სანქციებს, არაფერს...