მთავარისიახლეებიმსოფლიოთავდასხმა ლუვრის დაცვაზე - ტერაქტის მცდელობა თუ პატრულზე გაჯავრებული დამთვალიერებლის რეაქცია?

თავდასხმა ლუვრის დაცვაზე – ტერაქტის მცდელობა თუ პატრულზე გაჯავრებული დამთვალიერებლის რეაქცია?

Published on

.დღეს დილით, პარიზში, ლუვრის შესავლელში   მამაკაცმა, რომელიც პატრულმა არ გაატარა იმის გამო, რომ  საეჭვოდ  დიდი ჩანთა ეჭირა ხელში, მოულოდნელად დანა ამოიღო და  მუცელში გაუყარა ორ ჯარისკაცს დაცვის სამსახურიდან.  გავრცელებული ცნობით, ის ალაჰის სადიდებელ სიტყვებს ყვიროდა. 
 
მუზეუმის დაცვამ თავდამსხმელს ცეცხლი გაუხსნა. სროლის შედეგად იგი მზიმედ არის დაჭრილი მუცლის არეში და ექიმების დასკვნით მისი გადარჩენა ნაკლებად სავარაუდოა.  რაც შეეხება დაჭრილ ჯარისკაცებს, არც ერთის ჭრილობა საშიში არ არის.
მომხდარის გამო ლუვრიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა.
დროებით დაიხურა ახლომდებარე მეტროს სადგურები.
 სამართალდამცველებმაეჭვმიტანილის ჩანთა შეამოწმეს,  მასში  ასაფეთქებელი მოწყობილობები არა, მაჩეტე კი აღმოჩნდა.
 თავდამსხმელი იდენტიფიცირებულია, ცნობილია მისი სახელი, გვარი და საცხოვრებელი ადგილი – საბუთებში იგი დაფიქსირებულია როგორც მუსა ქულიბალი. 

 
საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო მუზეუმთან არსებულ ვითარებას სერიოზულს უწოდებს და მასშტაბურ ოპერაციას ატარებს.
საფრანგეთის პრემიერ მინისტრისა და ყოფილი შს მინისტრის  ბერნარ კაზნევის განცხადებით,  არ არის გამორიცხული დღევანდელი ინცინდენტი ტერორისტული აქტის განხორციელების მცდელობა იყოს
 
 

 

 

 

სიახლეები

შსს-ს ახალი სამმართველოს საჩივრის საფუძველზე, ნიკა გვარამიას შეურაცხყოფის ფაქტზე, მოქალაქეს 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა

თბილისის საქალაქო სასამართლომ "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას შეურაცხყოფის ფაქტზე გიორგი გედენიძეს 2000-ლარიანი...

საქართველოს რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელზე ძებნა გამოცხადდა

საქართველოს რკინიგზის ყოფილ ხელმძღვანელზე, დავით ფერაძეზე ძებნა გამოცხადდა - სუს-მა სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში ჯამში...

რუსეთის დუმის არჩევნები 2026 წლის 20 სექტემბერს ჩატარდება

პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც მეცხრე მოწვევის სახელმწიფო დუმის არჩევნები 2026 წლის 20...

ლავრა საუკუნეებს გაუძლებს! მოსკოვი დაეცემა! – რობერტ „მადიარ“ ბროვდი

"ლავრა საუკუნეებს გაუძლებს! მოსკოვი დაეცემა!... ბრაზის აფეთქებების ნაცვლად საწვავის აფეთქებები – პრაგმატული სასჯელი, ემოციებისა და ზედმეტი...