მთავარისიახლეებიმსოფლიო,,ჯანმო გვირჩევდა ჩინეთთან საზღვრები გახსნილი დაგვეტოვებინა. რატომ მოგვცეს ასეთი მცდარი...

,,ჯანმო გვირჩევდა ჩინეთთან საზღვრები გახსნილი დაგვეტოვებინა. რატომ მოგვცეს ასეთი მცდარი რჩევა?საბედნიეროდ, მე უარვყავი ეს”- ტრამპი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას აკრიტიკებს

Published on

7 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის კომუნისტურ ჩინეთთან ახლო კავშირზე Twitter-ზე დაწერა და თქვა, რომ ორგანიზაციამ მსოფლიოს მცდარი რჩევა მისცა, როდესაც ვირუსის გავრცელების დროს ქვეყნებს ჩინეთთან საზღვრების ჩაკეტვისკენ არ მოუწოდა:

“ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დიდი შეცდომა დაუშვა. აშშ დიდწილად აფინანსებს [ჯანმო-ს], გარკვეულ მიზეზთა გამო, თუმცა ჩინეთზე ძალიანაა ორიენტირებული. ამას კარგად დავაკვირდებით. საბედნიეროდ, მე უარვყავი მათი რჩევა, რომ ჩინეთთან საზღვრები გახსნილი დაგვეტოვებინა. რატომ მოგვცეს ასეთი მცდარი რჩევა?”

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 31 დეკემბერს ჯანო-მ მსოფლიოს მოუწოდა , რომ კორონავირუსის გავრცელების მიუხედავად, ქვეყნების საზღვრები გახსნილი უნდა ყოფილიყო და ადამიანებს მიმოსვლის შესაძლებლობა უნდა ჰქონოდა. სწორედ 31 დეკემბერს, დაახლოებით ერთთვიანი დამალვის შემდეგ, ჩინეთის მაღალჩინოსნებმა გაამჟღავნეს რომ ახალი ვირუსი აღმოაჩინეს, ოფიციალურად ეს 2020 წლის 7 იანვარს დაადასტურეს. ახალ ვირუსზე კი დეტელები ნელ-ნელა იანვრიდან გაამჟღავნეს – ჩინეთმა მხოლოდ 20 იანვარს თქვა, რომ დაავადება ჰაერწვეთოვანი გზით გადადიოდა. 

18 იანვარს აშშ-მა ჩინეთიდან ჩამოსული პირების შემოწმება დაიწყო . 31 იანვარს ტრამპმა ჩინეთიდან ჩამომსვლელთათვის შემოსვლა აკრძალა.

აღსანიშნავია, რომ ტაივანი იყო პირველი, ვინც არც ჩინეთს და არც ჯანმო-ს ენდო და ჩინეთიდან ჩამოსული პირების სკრინინგის ინიციატვით 31 დეკემბერს გამოვიდა. ტაივანი ერთერთერი ლიდერია ახალი კორონავირუსის ეპიდემიის მართვაში. ამის მიუხედავად, ჯანმო ჩინეთის წნეხის გამო ტაივანს ორგანიზაციაში არ იღებს.

აშშ ჩინეთს ვირუსზე ინფორმაციის დამალვაში და სტატისტიკის გაყალბებაში სდებს ბრალს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ისიც განაცხადა, რომ ჩინეთის კომუნისტური პარტია მსოფლიოს ინფორმაციას კვლავ უმალავდა, რაც ვირუსით დაინფიცირების შემდგომი შემთხვევების თავიდან არიდებაში სჭირდებოდათ.

პეკინი პრეტენზიას გამოთქვამს, როდესაც ახალ კორონავირუს, რომელიც თავდაპირველად 2019 წლის ბოლოს სწორედ ჩინეთში, ხუპეის პროვინციის დედაქალაქში ვუხანში გავრცელდა, ჩინეთის ვირუსს ან ვუხანის ვირუსს უწოდებენ და ამას რასიზმს მიაწერენ.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა შეთქმულების თეორიაც გაავრცელა, რომ ვირუსი ჩინეთის ვუხანის რეგიონში, სადაც ის პირველად 2019 წლის ბოლოს დაფიქსირდა, აშშ-ის არმიამ შეიტანა. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მისი განცხადება მოგვიანებით დაგმო.


სიახლეები

თოვლი, ნისლი, ქარბუქი – საქართველოში ამინდი უარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17 იანვარს დასავლეთ საქართველოში, ხოლო 18 იანვრიდან 20 იანვრის დილამდე...

რადიკალური ფაშისტური დაჯგუფებების 16 წევრი დააკავეს, მათ შორის, 10 არასრულწლოვანია

რადიკალური ფაშისტური დაჯგუფების 16 წევრი დააკავეს, რომლებიც განსაკუთრებული სისასტიკით ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ სხვადასხვა...

მსოფლიოში ყველაზე სახიფათო რამ უკრაინაში პუტინის ომია- უიკერი

ჩვენ სახიფათო პერიოდში ვცხოვრობთ. მთელ მსოფლიოში, ამ ნახევარსფეროში, ევროპაში, ინდო-წყნარ ოკეანეთში არაერთი დაძაბულობის კერაა,...

დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე ირაკლი კობახიძე წელსაც არ მიიწვიეს

"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დავოსის ეკონომიკურ ფორუმს არც წელს დაესწრება. ამის შესახებ ინფორმაციას BM.GE...