მთავარისიახლეებისაზოგადოებასამების ტაძარში ეპისკოპოსები ხარების ლიტურგიას აღავლენენ

სამების ტაძარში ეპისკოპოსები ხარების ლიტურგიას აღავლენენ

Published on

საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, სამების ტაძარში ეპისკოპოსები ხარების ლიტურგიას აღავლენენ. . აქ იმყოფებიან პატრიარქის მოსაყდრე, სენაკის და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო მუჯირი და ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის მიტროპოლიტი დანიელ დათუაშვილი.

ლიტურგია საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით გადაიცემა. ლიტურგიას მოქალაქეებიც ესწრებიან.

საქართველოში, კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს, დაწესებულია კომენდანტის საათი, აკრძალულია 3 ადამიანზე მეტის შეკრება.

თუმცა, საპატრიარქო ღვთისმსახურებაზე მორწმუნეების დასწრებას არ ზღუდავს და აცხადებს, რომ მრევლი ტაძრებში საჭირო დისტანციას დაიცავს. თუმცა, მორწმუნეები აგრძელებენ ხატებზე მთხვევას და ერთი კოვზით ზიარებას

რომის პაპი ცარიელ მოედანზე წირავს, სხვადასხვა ქვეყნის საპატრიარქოებმა, ასევე მსოფლიო საპატრირქომ ცარიელ ტაძრებში წირვის და მათი დისტანციურად გადაცემის გადაწყვეტილება მიიღეს, თუმცა, საქართველოს საპატრიარქო უკან დახევას არ აპირებს და გეგმავს, ეპიდემიის და მოქალაქეების დაინფიცირების დიდი საფრთხის მიუხედავად, წირვა-ლოცვა ჩვეულ რეჟიმში გააგრძელოს

სიახლეები

რუსი ოფიცრის აფეთქებას აღიარებს, მაგრამ არ ნანობს – ვინ არის მარგარიტა რეუტი?

სევასტოპოლში რუსი ოფიცრის აფეთქების საქმეზე დაკავებული მარგარიტა რეუტი, ჩადენილს აღიარებს, მაგრამ არ ნანობს. სევასტოპოლში აფეთქების...

როდემდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოში?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოს...

როგორ აშიშვლებს საწვავის კრიზისი „ნაცრისფერ სქემებსა“ და დიპლომატიურ პარადოქსებს

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საწვავის ბაზარი კოლაფსის ზღვარზე ბალანსირებს და კრიზისიდან გამოსავლის ძიებაში რეგიონები...

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...