მთავარისიახლეებისაზოგადოებაადამიანები თავად არიან საშიში ცხოველისთვის კორონავირუსის გადაცემის თვალსაზრისით და არა პირიქით

ადამიანები თავად არიან საშიში ცხოველისთვის კორონავირუსის გადაცემის თვალსაზრისით და არა პირიქით

Published on

არ შეიძლება, ბავშვს კორონავირუსი შინაური ცხოველისგან გადაედოს, – ამის შესახებ პედიატრმა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორმა, ივანე ჩხაიძემ საქართველოს პირველი არხის ეთერშიგანაცხადა.

„დღევანდელი რეალობიდან, მონაცემებიდან და ექსპერიმენტული კვლევებიდან გამომდინარე, არ შეიძლება, ბავშვს კორონავირუსი შინაური ცხოველისგან გადაედოს“, – განაცხადა პროფესორმა.

მისი თქმით, ცხოველი შეიძლება, დასნებოვნდეს ახალი კორონავირუსით, მაგრამ დასნებოვნებული ცხოველი ადამიანისთვის რისკს არ წარმოადგენს.

„ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და ატლანტის დაავადებათა კონტროლის ცენტრის დასკვნა, რომელიც დღეს არსებობს, პირდაპირ მიუთითებს, რომ პირიქით, ადამიანები არიან ცხოველისთვის საშიში და კორონავირუსის გადაცემის თვალსაზრისით შინაური ცხოველები რისკს არ წარმოადგენენ. ასე რომ, არათუ ბავშვს შეიძლება, გადაედოს შინაური ცხოველისგან, პირიქით, შინაური ცხოველი განიხილება, როგორც რისკის მქონე, თუ ოჯახში კორონავირუსით დაავადებული თუნდაც, ერთი ადამიანია“, – განაცხადა ჩხაიძემ.

როგორც ივანე ჩხაიძემ აღნიშნა, ადამიანებს, რომლებსაც შინაური ცხოველები ჰყავთ, პასუხისმგებლობა აკისრიათ,  გაუფრთხილდნენ მათ და ეცადონ, შინაური ცხოველები კორონავირუსით არ დასნებოვდნენ.

სიახლეები

რუსი ოფიცრის აფეთქებას აღიარებს, მაგრამ არ ნანობს – ვინ არის მარგარიტა რეუტი?

სევასტოპოლში რუსი ოფიცრის აფეთქების საქმეზე დაკავებული მარგარიტა რეუტი, ჩადენილს აღიარებს, მაგრამ არ ნანობს. სევასტოპოლში აფეთქების...

როდემდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოში?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოს...

როგორ აშიშვლებს საწვავის კრიზისი „ნაცრისფერ სქემებსა“ და დიპლომატიურ პარადოქსებს

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საწვავის ბაზარი კოლაფსის ზღვარზე ბალანსირებს და კრიზისიდან გამოსავლის ძიებაში რეგიონები...

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...