მთავარისიახლეებისაზოგადოებაისრაელიდან საქართველოში წმინდა ცეცხლს Georgian Airways-ის სპეცრეისით ჩამოიტანენ

ისრაელიდან საქართველოში წმინდა ცეცხლს Georgian Airways-ის სპეცრეისით ჩამოიტანენ

Published on

საქართველოში წმინდა ცეცხლს, Georgian Airways-ის თელ ავივი-თბილისის სპეცრეისით ჩამოიტანენ. ავიარეისი 18 აპრილს, საღამოს შესრულდება. სპეცრეისით სამშობლოში საქართველოს მოქალაქეებიც დაბრუნდებიან, რომელთაც ქვეყანაში დაბრუნება სურთ. ავიარეისებზე ბილეთები გაიყიდება რეისის თარიღამდე 2 დღით ადრე, კომპანიის ვებ-გვერდზე, ბილეთის ფასი 199 ევრო ეღირება.

საქართველოში ისრაელის ელჩმა რან გიდორმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ისრაელის საელჩო, საქართველოს ხელისუფლება და საპატრიარქო ინტენსიურად თანამშრომლობენ, რათა მოხდეს წმინდა საფლავის ტაძრის ცეცხლის ჩამობრძანება ქართველ მორწმუნეებთან.

“წელს, მაცხოვრის საფლავის ტაძარში, წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის დღესასწაული განსხვავებულ პირობებში გაიმართება.

ღვთისმსახურებას 15-მდე აღმოსავლეთ მართლმადიდებლური ეკლესიების წარმომადგენელი დაესწრება, ხოლო წმინდა ცეცხლის გაგზავნა მართმადიდებლურ ქვეყნებში მოხდება შესაბამისი დელეგაციებისა დ ისრაელის პოლიციის ესკორტის დახმარებით.

გაცნობებთ, რომ ისრაელის საელჩო, საქართველოს ხელისუფლება და საპატრიარქო ინტენსიურად თანამშრომლობენ, რათა მოხდეს წმინდა საფლავის ტაძრის ცეცხლის ჩამობრძანება ქართველ მორწმუნეებთან” – აცხადებს რან გიდორი.

ცნობისთვის, ისრაელის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, იერუსალიმში აღდგომის კვირაში ღვთისმსახურების ცერემონიები შეზღუდვებით წარიმართება.

სიახლეები

რუსი ოფიცრის აფეთქებას აღიარებს, მაგრამ არ ნანობს – ვინ არის მარგარიტა რეუტი?

სევასტოპოლში რუსი ოფიცრის აფეთქების საქმეზე დაკავებული მარგარიტა რეუტი, ჩადენილს აღიარებს, მაგრამ არ ნანობს. სევასტოპოლში აფეთქების...

როდემდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოში?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოს...

როგორ აშიშვლებს საწვავის კრიზისი „ნაცრისფერ სქემებსა“ და დიპლომატიურ პარადოქსებს

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საწვავის ბაზარი კოლაფსის ზღვარზე ბალანსირებს და კრიზისიდან გამოსავლის ძიებაში რეგიონები...

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...