“ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში შემოყვანილი სამი მამაკაციდან ერთ-ერთი საკარანტინო ზონაში დაბრუნდა. ორ პაციენტს კი ექიმები აკვირდებიან. რაც შეეხება მათ ბიოლოგიურ მასალას, სამივე პაციენტის ანალიზი გადაგზავნილია ლუგარის ლაბორატორიაში და პასუხს დღის ბოლოს ველოდებით “-აცხადებენ საავადმყოფოში.
ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ანაკლიის საკარანტინო ზონიდან კოვიდინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით სამი საშუალო ასაკის მამაკაცი დღეს შეიყვანეს.
სამივე მამაკაცი ზუგდიდელია და მათ კავშირი ჰქონდათ სოფელ ლიაში 28 მარტს სტუმრად მყოფ სპორტსმენთან,რომელსაც თბილისში ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა.