მთავარისიახლეებისაზოგადოებაFox News - მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი იზრდება, გასაოცარია, მაგრამ ერთ ქვეყანაში...

Fox News – მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი იზრდება, გასაოცარია, მაგრამ ერთ ქვეყანაში მსხვერპლი არ არის – ეს საქართველოა

Published on

მაშინ, როდესაც მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი იზრდება, გასაოცარია, მაგრამ ერთ ქვეყანაში მსხვერპლი არ არის – ეს საქართველოა, – ამის შესახებ ნათქვამია Fox News-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში. სტატიაში აღნიშნულია, რომ COVID-19-ის პირველი შემთხვევა ქვეყანაში 26 თებერვალს დადასტურდა, როდესაც აზერბაიჯანის საზღვარზე ირანიდან მომავალ საქართველოს მოქალაქეს ვირუსი დაუდგინდა. 3 აპრილის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 148 შემთხვევა დაფიქსირდა, 27 გამოჯანმრთელდა და რომ გასაოცარი შედეგია ის, რომ არც ერთი ადამიანი არ გარდაცვლილა. სტატიაში აღნიშნულია, რომ ქვეყანამ ფატალური შემთხვევები აიცილა, თუმცა ქვეყნის ეკონომიკას – რომელიც შეფასებულია, როგორც განვითარებადი თავისუფალი ბაზარი – დიდი დარტყმა მიადგა. სტატიაში აღნიშნულია, რომ საქართველოს მეზობელ ქვეყნებში : თურქეთში, სომხეთში, აზერბაიჯანსა და რუსეთში, ჯამში, დაინფიცირების 23 500 შემთხვევაა დადასტურებული და გარდაცვლილია 372 ადამიანი. შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის 155 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელებულია 28 პაციენტი. საქართველო ერთ-ერთი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც კორონავირუსით ამ დრომდე არავინ დაღუპულა.

სიახლეები

რუსი ოფიცრის აფეთქებას აღიარებს, მაგრამ არ ნანობს – ვინ არის მარგარიტა რეუტი?

სევასტოპოლში რუსი ოფიცრის აფეთქების საქმეზე დაკავებული მარგარიტა რეუტი, ჩადენილს აღიარებს, მაგრამ არ ნანობს. სევასტოპოლში აფეთქების...

როდემდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოში?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოს...

როგორ აშიშვლებს საწვავის კრიზისი „ნაცრისფერ სქემებსა“ და დიპლომატიურ პარადოქსებს

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საწვავის ბაზარი კოლაფსის ზღვარზე ბალანსირებს და კრიზისიდან გამოსავლის ძიებაში რეგიონები...

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...