მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოდან სამი პაციენტი გაწერეს, მათ შორის ერთ მცირეწლოვანს იაშვილის კლინიკაში...

ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოდან სამი პაციენტი გაწერეს, მათ შორის ერთ მცირეწლოვანს იაშვილის კლინიკაში გადაიყვანენ

Published on

ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოდან სამი პაციენტი გაწერეს. მათ შორისაა ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოს მცხოვრები, ორი მცირეწლოვანი ბავშვი. ერთერთი მცირეწლოვანი თბილისში იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს. ამავე სოფლის მკვიდრი 60 წლის კაცი კი მკურნალობის გასაგრძელებლად ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადავიდა.მას თანმდევი დაავადება აქვს, რომელიც ექიმების მეთვალყურეობას საჭიროებს. სამივე პაციენტი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში 31 მარტს, სხვადასხვა დროს მოათავსეს. მათ ახალი კორონავირუსისთვის დამახასიათებელი ჩივილები ჰქონდათ, თუმცა „ლუგარის ლაბორატორიამ“ covid-19 არ დაადასტურა. სამი პაციენტის გაწერის შემდეგ ინფექციურში მკურნალობის გასაგრძელებლად დარჩება ორი. 50 წლის ქალი გალის სოფელ საბერიოდან და 67 წლის კაცი ზუგდიდის სოფელ ზედა ეწერიდან. მათ ახალი კორონავირუსი აქვთ. ექიმების თქმით, პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია.

სიახლეები

ტყვეების გაცვლას განვახორციელებთ – ზელენსკი

უკრაინა და რუსეთი ტყვეების მასშტაბური გაცვლისთვის ემზადებიან - ამ გზავნილით ჩავიდა ამერიკული დელეგაცია მოსკოვიდან...

11 შეკვრა „კოკაინი“ და სინთეზური ნარკოტიკები – დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისისა და ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის...

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა.- მე-13 ხელფასი გაიცემა საზმაუს...

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...