მთავარისიახლეებისაზოგადოებაკორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა მსოფლიოში რამდენიმე დღეში მილიონს მიაღწევს - ჯანმო

კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა მსოფლიოში რამდენიმე დღეში მილიონს მიაღწევს – ჯანმო

Published on

კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა მსოფლიოში რამდენიმე დღეში მილიონს მიაღწევს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა ჟენევაში გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, შეშფოთებულია ინფექციის სწრაფი ესკალაციისა და გლობალური გავრცელების გამო.

„პანდემიის დაწყებიდან ოთხი თვის შემდეგ მინდა განვაცხადო, რომ ღრმად შეშფოთებული ვარ ინფექციის სწრაფი ესკალაციისა და გლობალური გავრცელების გამო,“ – განაცხადა ჯანმოს ხელმძღვანელმა.

მისი ინფორმაციით, ლეტალური შემთხვევების რაოდენობა ბოლო კვირის განმავლობაში ორჯერ მეტად გაიზარდა.

“ბოლო ხუთი კვირის მანძილზე Covid-19-ის შემთხვევების ექსპონენციალური ზრდის მომსწრეები გავხდით. მან თითქმის ყველა ქვეყანა და ტერიტორია მოიცვა. გარდაცვლილთა რიცხვი ბოლო კვირის განმავლობაში ორჯერ მეტად გაიზარდა. სულ რამდენიმე დღეში დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა მილიონს, დაღუპულთა კი – 50 000-ს მიაღწევს,“ – განაცხადა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.

მისი განმარტებით, ამ ეტაპზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პრიორიტეტი წინა ხაზზე მებრძოლი მედიკოსების დამცავი აღჭურვილობით უზრუნველყოფაა.

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა აღნიშნა, რომ ორგანიზაცია პირბადეების უფრო ფართოდ გამოყენების მიზანშეწონილობაზე მსჯელობს, რომელიც აქამდე გაცემული რეკომენდაციის თანახმად, მხოლოდ დაავადების სიმპტომების მქონე ადამიანებსა და მედიკოსებს უნდა გამოეყენებინათ.

ჯანმოს მონაცემებით, ამ დროისთვის მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 921 924 შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულთა რაოდენობა კი 46 000-ს აჭარბებს.

სიახლეები

საქართველოს 142-ე პატრიარქი მოსაყდრე შიო გახდა

საქართველოს ახალი, რიგით 142-ე პატრიარქი 57 წლის მიტროპოლიტი შიო, გახდა. გაფართოებულ კრებაზე პატრიარქობის სამი...

სამების საკათედრო ტაძარში კენჭისყრის პროცედურა დაიწყო

სამების საკათედრო ტაძარში კენჭისყრის პროცედურა დაიწყო - სინოდის გაფართოებულ კრებაზე რამდენიმე წუთის წინ საარჩევნო...

ჩემი მთავარი პრიორიტეტია, პატრიარქი შეირაცხოს წმინდანად – ნიკოლოზ ფაჩუაშვილი

„მე რა ვიცი, რა უნდა იყოს პატრიარქის პრიორიტეტი. როდესაც ავირჩევთ საკუთარ სიტყვაში ყველაფერს გვეტყვის....

ზურაბ ზვიადაურმა საპროცესო შეთანხმების საფუძველზე საპატიმრო დატოვა

ოცნების ყოფილმა დეპუტატმა ზურაბ ზვიადაურმა საპროცესო შეთანხმების საფუძველზე საპატიმრო დატოვა - ამის შესახებ მთავარი...