მთავარისიახლეებისაზოგადოებაოკუპირებული აფხაზეთიდან ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ ორ მცირეწლოვანს covid 19-ის ნიშნები არ...

ოკუპირებული აფხაზეთიდან ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ ორ მცირეწლოვანს covid 19-ის ნიშნები არ უდასტურდებათ

Published on

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ ოჯახის 4 წევრს, კორონავირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნები არ აღმოაჩნდათ. პაციენტების გაწერა საავადმყოფოდან, რომელთა შორის 2 მცირეწლოვანი ბავშვია, სავარაუდოდ ხვალ იგეგმება. ასევე არ გაიგზავნება მათი ანალიზები ლუგარის ლაბორატორიაში. ამის შესახებ ჟურნალისტებს საავადმყოფოს პრესსამსახურმა განუცხადა.

“ეს არის გაციება და არ აქვთ კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები , თუმცა ოჯახის წევრებზე დაკვირვება დილამდე იწარმოებს”, -უთხრეს ჟურნალიტებს

შეგახსენებთ, რომ დღეს ოკუპირებული აფხაზეთიდან ორი მცირეწლოვანი ბავშვი ცხელების სიმპტომებით ზუგდიდის საავადმყოფოში შეიყვანეს.

სიახლეები

20 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება – სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 20 ნოემბრის დღის ბოლოდან 23 ნოემბრამდე და აღმოსავლეთ...

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე… ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო -მეხანძრე-მაშველი 3 წლის თაიაზე

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე... ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო ...

ალექსანდრე მუხაძეს უზენაესმა სასამართლომ 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და პატიმრის წამებისთვის მსჯავრდებულ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების...

კორპუსის აფეთქებას ფონიჭალაში 6 ადამიანი ემსხვერპლა

ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები არიან: ხუთი შვილის დედა ნინო...