მთავარისიახლეებიეკონომიკალარი უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში გაუფასურებას განაგრძობს

ლარი უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში გაუფასურებას განაგრძობს

Published on

ეროვნული ვალუტა უფასურდება. უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში ლარი გაუფასურებას განაგრძობს. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვით, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში გაუფასურდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი აშშ-ის დოლარის შეძენა 2,41 ლარად იქნება შესაძლებელი. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2,36 ლარს შეადგენდა. ეროვნული ვალუტა ასევე ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ხვალ ერთი ევროს შეძენა 2,77 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2,71 ლარს შეადგენდა.  ეროვნული ბანკისგან გასხვავებით გაცილებით ძვირი ღირს უცხოური ვალუტა კომერციულ ბანკებში. TBC ბანკში ერთი აშშ-ის დოლარის შეძენა 2,44 ლარადაა შესაძლებელი. იგივე კურსია საქართველოს ბანკშიც. ფინკა ბანკში ერთ დოლარი  2,45 ლარი ღირს. VTB ბანკში კი ერთი აშშ დოლარი 2,47 ლარი გახდა. კომერციულ ბანკებში გაცილებით ძვირი ღირს ერთი ევრო, რომლის შეძენა 2,83 ლარადაა შესაძლებელი.  

სიახლეები

მოკლული მასწავლებლის საქმეზე ორი არასრულწლოვანი გოგო დააკავეს

მოკლული მასწავლებლის გიგა ავალიანის საქმეზე ნია იმნაძე დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, არასრულწლოვანი, სავარაუდოდ, დაკავებისას შეუძლოდ...

მეუფე გერასიმემ ლანა ლატარიას ოჯახის წევრებს სახლში მიუსამძიმრა და პანაშვიდი აღავლინა

ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად იმყოფებოდა ლანა ლატარიას სახლში, მის ოჯახს...

აფეთქება, ორი საფლავი და რუსი გენერლის საიდუმლო დაკრძალვა

ვინ იყო იგორ ერუსალიმოვი და რატომ უკავშირებენ მის სიკვდილს მოსკოვის რესტორან Balzi Rossi-ზე მოწყობილ...

1-ელ, მე-7 და მე-10 კლასელებს სკოლებში ახალი სახელმძღვანელოები, ახალი პროგრამები დახვდებათ

სასკოლო ფორმა არ არის მეორეხარისხოვანი საკითხი და ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება იქიდან გამომდინარე,...