მთავარისიახლეებისაზოგადოებასაქართველოს მასშტაბით საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა

საქართველოს მასშტაბით საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა

Published on

საქართველოში საყოველთაო კარანტიინი გამოცხადდა – ამის შესახებ გიორგი გახარიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციაში.  

“საბოლოო მონაცემებით ჩვენ ქვეყანაში უკვე 100 ინფიცირებული გვყავს, მიუხედავად იმისა, რომ 18 გამოჯანმრთელებული გვყავს. დინამიკა ინფიცირებულების ზრდის მაღალია. დღეს ჩვენ გვაქ 3 შემთხვევა, რომლის წარმომავლობასაც ვერ ვადგენთ, მარნეულში ასეთ შემთხვევაში მივიღეთ გადაწყვეტილება და მარნეული და ბოლნისი გამოცხადდა საკარანტინე ზონად. ჩვენ ყველას გვესმის, რომ ამ ბრძოლაში, რომელიც გლობალურია ჩვენ შეგვიძლია გავიმარჯვოთ არამარტო სახელმწიფო უწყებების შრომით და ჯანდაცვის სფეროს შრომით არამედ ერთობლივი ძალებით. სამწუხაროდ ყველა ჩვენს მოქალაქეს არ აქვს გააზრებული რისკები, რომლებიც გადაადგილდებიან, მათ ვერ წარმოუდგენიათ რამდენად მაღალი რისკის შემცველია მათი ყოველდღიური წესის გაგრძელება. ის დამოკიდებულება, რომელსაც საქართველოს ქალაქებში ვხედავთ არის მიუღებელი. ამიტომ ვაცხადებთ საყოველთაო კარანტინს, ვფიქრობ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია ესე მოქცევა,”- განაცხადა გიორგი გახარიამ.

სიახლეები

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...

ძალიან რთული აღმოჩნდა პოლიტიკაში ყოფნა -ოზურგეთის მერი გადადგა

 ოზურგეთის მერი გადადგა  ამის შესახებ პაატა კუნჭულიამ სოციალურ ქსელში დაწერა:  "მსურს, ვაცნობო საზოგადოებას, რომ მივიღე...

“გლოვოს“ კურიერზე თავდასხმის საქმეზე კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს

“გლოვოს“ კურიერზე ძალადობის ბრალდებით კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს, რომლებიც მიმალვაში იმყოფებოდნენ. საქმეზე სულ დაკავებულია...

ყალბ ოქროს ნივთებს ალომბარდებდნენ და თანხას იღებდნენ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის...