მთავარისიახლეებისაზოგადოებაბლოკ-პოსტები ფოთის შესასვლელ -გასასვლელში და ზუგდიდში საპოლიციო ძალებით მოეწყო

ბლოკ-პოსტები ფოთის შესასვლელ -გასასვლელში და ზუგდიდში საპოლიციო ძალებით მოეწყო

Published on

ფოთის შესასვლელ-გასასვლელში,ასევე ზუგდიდის შემოსასვლელში  საპოლიციო ბლოკ-პოსტები უკვე განთავსდა. ქალაქში ყველა შემომსვლელი და გამსვლელი მკაცრად გაკონტროლდება. რეგიონის რწმუნებულის ალექსანდრე მოწერელიას თქმით, გაძლიერებული კონტროლის პირობებში, ერთ ავტომობილში მხოლოდ 3 ადამიანის ყოფნაა დასაშვები.

,,საპოლიციო ბლოკ-პოსტები ქალაქების შესასვლელებში, ნიშნავს, გაძლიერებულ საპოლიციო ძალებს, რომლებიც მკაცრად გააკონტროლებენ სამანქანო გადაადგილებას. მანქანების გადაადგილების კონტროლში იგულისხმება სოციალური დისტანციის დაცვით გადაადგილება, ანუ ერთ ავტომობილში 3 ადამიანის ყოფნაა დასაშვები – მძღოლი და 2 პირი, რომლებიც უკან უნდა ისხდნენ. ფოთში, ძალიან ბევრი გადაზიდვები ხორციელდება, ძალიან ბევრი მძღოლი შემოდის, შემოაქვთ ტვირთი, ხდება ამ ადამიანების დაყოვნება, ამდენად უფრო მეტი კონტროლი გვჭირდება. ფოთს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი, აქედან ხდება მომარაგება და არაფრით არ შეიძლება აქ რამე კონტროლიდან გაგვექცეს“, -განაცხადა მოწერელიამ.

სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, მკაცრად გაკონტროლდება საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში უკვე მოქმედი ყველა შეზღუდვა. მისივე თქმით, შეზღუდვების გამკაცრება არ ნიშნავს რეგიონის კარანტინის ზონად გამოცხადებას.

,,ეს არ არის არც სამეგრელოს რეგიონის კარანტინის ზონად გამოცხადება და არც კომენდანტის საათი, ეს არის ქვეყანაში მოქმედი საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების აღსრულების გამკაცრება“ , – აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა.

სიახლეები

ახლო აღმოსავლეთში განლაგებული ბაზებიდან აშშ-ს პერსონალის ნაწილი გაჰყავს

REUTERS-ის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებულ შტატებს ახლო აღმოსავლეთში მდებარე რამდენიმე ძირითადი სამხედრო ბაზიდან პერსონალის ნაწილი...

მათიკაშვილი-ირანს ვუსურვებთ მშვიდობას, ირანის საზოგადოებას ვუსურვებთ დამშვიდებას

ჩვენ, რა თქმა უნდა, შეშფოთებით ვუყურებთ იმ მოვლენებს, რომელიც ირანში ვითარდება. ჩვენ ირანს ვუსურვებთ...

აშშ-მ და სომხეთმა ტრამპის მარშრუტის დეტალები გაასაჯაროვეს

13 იანვარს აშშ-ს სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანს...

18 იანვრამდე ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 18 იანვრამდე საქართველოში ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება. თბილისში 15-16...