მთავარისიახლეებისაზოგადოება"ზუგდიდში არ გვყავს არც კორონავირუსით დაინფიცირებული და არც პასუხის მომლოდინე ადვოკატები" -...

“ზუგდიდში არ გვყავს არც კორონავირუსით დაინფიცირებული და არც პასუხის მომლოდინე ადვოკატები” – საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი

Published on

“ზუგდიდში არ დაფიქსირებულა ადვოკატის კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევა და არც სხვა ადვოკატი გვყავს ამ სიმპტომებით. “- ამის შესახებ “ოდიშინიუსს” საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნანა ოდიშარიამ განუცხადა. მისი თქმით, ზუგდიდში კორონავირუსის დიაგნოზით მხოლოდ ერთი პაციენტი მკურნალობს და ის ადვოკატი არაა. ოდიშარია მოუწოდებს ყველას, სიფრთხილით მოეკიდონ ამ საკითხს და ნუ გაავრცელებენ გადაუმოწმებელ ინფორმაციას ასეთ რთულ ვითარებაში, რადგან ეს მოსახლეობაში პანიკის გაღვივებას უწყობს ხელს.

შეგახსენებთ, რომ დღეს ქრონიკა +-ის რედაქტორმა ელისო კილაძემ გამოაქვეყნა პოსტი, სადაც წერია, რომ ზუგდიდში ერთ ადვოკატს დადასტურებული კორონავირუსი აქვს, ხოლო მეორის პასუხებს დღეს ელოდებიან.

” რატომ ზუგდიდი?!
ორი პირი (ერთი ცნობილი ადვოკატი და მეორე ნაკლებადცნობილი) ამერიკიდან დაბრუნდა თურქეთის გავლით!
იეღოველები არიან,კონტაქტებიც ჰქონდათ და ბროშურებიც ჩამოიტანეს(სავარაუდოდ,დაარიგეს)
ერთს დადასტურებულად კორონა აქვს,მეორეს პასუხი დღეს იქნება !
ანალიზები როგორ აუღეს,სხვა თემაა !(იეღოვას კონგრესთან უნდა შევათანხმოთო)
ცოცხალი თავით,ვერ (არ) იხსენებენ კონტაქტებს !
ასე დაიკარგა გადაცემის ჯაჭვი !
ზუგდიდი არაა დიდი ქალაქი,ყველა ერთმანეთს იცნობს და ვისაც ამ ორეულთან შეხება გქონდათ,გადადით თვითიზოლაციაში! “- წერს კილაძე. ეს ინფორმაცია გაავრცელეს სააგენტოებმაც.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის ინფექციურ საავადამყოფოში ამ დროისთვის კორონავირუსის დიაგნოზით ერთი პაციენტია მოთავსებული. რაც შეეხება სენაკელ ახალგაზრდა ქალს და ჩხოროწყუდან მამაკაცს, რომლებიც ხველებისა და ციების ჩივილებით 28 მარტს შეიყვანეს საავადმყოფოში, მათი ანალიზების გაგზავნა ლუგარის ლაბორატორიაში არც დამდგარა დღის წესრიგში, რადგან ოდიშარიას თქმით, დინამიკაში დაკვირვებისას კორონასთვის დამახასიათებელი სიმპტომები გამოირიცხა და ისინი დღეს გაეწერებიან დაწესებულებიდან. ექიმების დაკვირვების ქვეშ რჩება ახალგაზრდა მამაკაცი სვანეთიდან, რომელიც კახათში სტუმრად იმყოფებოდა, ის ინფექციურ საავადმყოფოში 28 მარტს შეიყვანეს.

სიახლეები

ვლადიკავკაზში ახალშობილებს “გეორგიევსკი ლენტები” შეაბეს

9 მაისს დაბადებული ახალშობილებისა და მათი მშობლებისთვის სიურპრიზი მოამზადა ვლადიკავკაზის ერთ-ერთი სამშობიარო სახლის ადმინისტრაციამ:...

ესპანეთში “ჰანტავირუსის” მასობრივი გავრცელების შესახებ ცნობები სიცრუეა

ინფორმაცია ჰანტავირუსის გამო ესპანეთში საყოველთაო კარანტინის გამოცხადების შესახებ ფეიკია და სიმართლეს არ შეესაბამება. წამყვანი საერთაშორისო...

ჟურნალისტ გელა მთივლიშვილს თავს დაესხნენ

"მთის ამბების" დამფუძნებელი სოციალურ ქსელში წერს, რომ თავდასხმა გადაცემა "ღია სივრცის" დასრულების შემდეგ, მცირე...

СБУ-მ დააკავა პირი, რომელიც 9 მაისს რუსი მაღალჩინოსნის მკვლელობას გეგმავდა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (СБУ) ინფორმაციით, ოდესაში რუსეთის აგენტი დააკავეს, რომელიც 9 მაისს უკრაინის შეიარაღებული ძალების...