მთავარისიახლეებიზუგდიდის ზედამხედველობის უფროსი "სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის და NLI-ის 3 დღის წინ გამართული...

ზუგდიდის ზედამხედველობის უფროსი “სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის და NLI-ის 3 დღის წინ გამართული საქველმოქმედო ღონისძიების არევას კურირებდა?

Published on

იაგო ქირია, რომელიც ზუგდიდის მერიაში ზედამხედველობის უფროსია, “ახალი ლიდერების ინიციატივისა” და “სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის” მიერ ორგანიზებულ საქველმოქმედო ღონისძიებას ესწრებოდა და უცნაურია, მაგრამ შორიდან აკვირდებოდა შექმნილ ქაოსს და აქციის ორგანიზატორების თქმით სწორედ ის კურირებდა საქველმოქმედო აქციის ჩაშლის მცდელობას. აღსანიშნავია, რომ ქაოსის წამომწყები პირები “ქართული ოცნების” კოორდინატორები არიან, რომლებმაც ადგილზე მისვლიდან მალევე ყვირილი დაიწყეს და აღნიშნულს ტელეფონით იღებდნენ. ამავე აქციაზე იმყოფებოდა სუს-ის თანამშრომელი გიორგი იზორია, რომელიც ასევე მობილურით იღებდა შექმნილ ქაოსს. ასევე საქველმოქმედო აქციაზე იმყოფებოდა გიორგი ტიბუა, რომელიც ხელისუფლების ძალადობრივი გეგმების შემსრულებელია და ერთ-ერთ აიპშია დასაქმებული.

მიუხედავად იმისა, რომ დისტანციის დაცვა ხალხმრავლობის გამო ვერ მოხერხდა, ფაქტია, რომ კონკრეტულმა ფიგურებმა ქაოსის შექმნის წამოწყებაში არსებითი როლი ითამაშეს, რომელსაც არსებული ფოტომასალაც ადასტურებს, რასაც ქვევით გთავაზობთ

ქართული ოცნების კოორდინატორები იწყებენ ქაოსის შექმნას და აღნიშნულს იღებენ მობილური ტელეფონებით
ქართული ოცნების ზონდერი

ავტორი: ლევან თორია

სიახლეები

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...

ძალიან რთული აღმოჩნდა პოლიტიკაში ყოფნა -ოზურგეთის მერი გადადგა

 ოზურგეთის მერი გადადგა  ამის შესახებ პაატა კუნჭულიამ სოციალურ ქსელში დაწერა:  "მსურს, ვაცნობო საზოგადოებას, რომ მივიღე...

“გლოვოს“ კურიერზე თავდასხმის საქმეზე კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს

“გლოვოს“ კურიერზე ძალადობის ბრალდებით კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს, რომლებიც მიმალვაში იმყოფებოდნენ. საქმეზე სულ დაკავებულია...

ყალბ ოქროს ნივთებს ალომბარდებდნენ და თანხას იღებდნენ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის...