მთავარისიახლეებიექსკლუზივილედი სანდრა რულოვსი: ინფორმაცია, თითქოს მე მივიღე დეპუტატის ხელფასი და დანამატი...

ლედი სანდრა რულოვსი: ინფორმაცია, თითქოს მე მივიღე დეპუტატის ხელფასი და დანამატი არის სრული სიცრუე და დეზინფორმაცია!

Published on

საქართველოს ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი თავის ფეისბუქგვერდზე აქვეყნებს განცხადებას, რომელშიც უარყოფს დეზინფორმაციას მის მიერ დეპუტატის ხელფასისა და დანამატის მიღების შესახებ. 
 
,,დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს მე მივიღე დეპუტატის ხელფასი და დანამატი. ეს არის სრული სიცრუე და დეზინფორმაცია! – წერს სანდრა რულოვსი.
 
მოგეხსენებათ მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა ჩატარდა 2016 წლის 18 ნოემბერს და ამავე დღეს საქართველოს პარლამენტში შევიდა ჩემი პირადი განცხადება უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით. აღნიშნული საკითხის განხილვა და უფლებამოსილების შეწყვეტა მოხდა 2016 წლის 1 დეკემბერს. 
 
მოგვიანებით ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ უფლებამოსილების შეწყვეტამდე ჩემმა, როგორც დეპუტატის ხელფასმა შეადგინა 1339 ლარი. ჩემი თხოვნით, ეს თანხა სრულად გადაერიცხა საქველმოქმედო ფონდ ააიპ “ბავშვთა ჰოსპისს”, რომლის მიზანია პალიატიური მზრუნველობის საჭიროების მქონე ბავშვთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება და მათზე ზრუნვა. აღნიშნულს ადასტურებს გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
 
ჟურნალისტები, რომლებიც მსგავსი ტყუილების ტირაჟირებით არიან დაკავებულები მეტი პასუხისმგებლობით უნდა ეკიდებოდნენ თავიანთი პროფესიული მოვალეობის შესრულებას და უმჯობესი იქნებოდა გაეშუქებინათ ბავშვთა ჰოსპისის საქმიანობა, თუ რამდენად მნიშვნელოვან როლს თამაშობს ის განუკურნებელი დაავადების მქონე ბავშვებისათვის'' – ნათქვამია სანდრა რულოვსის განცხადებაში.
 
განცხადებას თან ერთვის  აღნიშნული თანხის გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
 
შეგახსენებთ, დღეს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად,  ნაციონალური მოძრაობის სიით არჩეულმა სანდრა რულოვსმა პარლამენტიდან ანაზღაურება მიიღო. მისი შემოსავალი 1 675 ლარი იყო, საიდანაც თანხის 60 პროცენტი – 1 008 ლარი დანამატი იყო. ინფორმაცია მოცემული იყო იმ კონტექსტში, რომ სანდრა რულოვსს, რომელმაც უარი განაცხადა პარლამენტში შესვლაზე, უარი არ უთქვამს დეპუტატის ხელფასსა და დანამატზე
 
ამ ინფორმაციის გადამოწმება სირთულეს არ წარმოადგენდა, მაგრამ ესეც იმ ბრძოლის ორგანული ნაწილია, რომელსაც ხელისუფლება და მის მიერ მართული მედია აწარმოებს სანდრა რულოვსის –  ქვეყნის ცხოვრებაში ერთერთი უმნიშვნელოვანესი  პოლიტიკური ფიგურის წინააღმდეგ, რადგან   ვერა და ვერ   მოინელა  მისი ფაქტობრივი გამარჯვება არჩევნებში , რომლის წართმევისათვის დიდი ძალისხმევა დასჭირდა  და ვერც მისი უარი პარლამენტში პარტიული სიით შესვლაზე არასამართლიანი საარჩევნო გარემოსა და  მასობრივი გაყალბებისადმი  პროტესტის ნიშნად.
 
 
 
 
 
 
 
 
 

სიახლეები

რა ხდება მოსკოვში, ბალაშიხაში, სადაც დიდი ქიმიური ქარხანა იწვის [ვიდეო]

მოსკოვში ცეცხლი გაჩნდა ბალაშიხას ქიმიურ ქარხანაში, რომელიც ერთ-ერთი უდიდესია რუსეთში. ხანძრის კერა, სავარაუდოდ, საწყობში...

არა მგონია, წალენჯიხაში მოეწონოთ, ტრუსიკიანმა კაცმა “ფერარით” რომ გაიშხუილა – არქიმანდრიტი დოროთე

არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი წალენჯიხაში კახა კალაძის ჩასვლაზე საკვირაო ქადაგების დროს ისაუბრა და ამასთან დაკავშირებით...

რუსეთის იერიშებს ზაპოროჟიესა და დნეპრზე მსხვერპლი მოჰყვა

ზაპოროჟიეში რუსული შეტევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ოთხი დაიჭრა, დაჭრილთა შორის ბავშვიცაა. უხელ რუსეთის სამიზნე...

მოგიწოდებთ, სახე შეინარჩუნოთ – ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატი მოსამართლე ნინო გალუსტაშვილს

მოგიწოდებთ, სახე შეინარჩუნოთ,- ასე მიმართა მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატმა ნათია კორკოტაძემ მოსამართლე ნინო გალუსტაშვილს. ადვოკატმა...