მთავარისიახლეებიეკონომიკანაციონალური მოძრაობა პოლიტიკურ პარტიებს ერთიან ანტიკრიზისულ გეგმაზე მუშაობისკენ მოუწოდებს

ნაციონალური მოძრაობა პოლიტიკურ პარტიებს ერთიან ანტიკრიზისულ გეგმაზე მუშაობისკენ მოუწოდებს

Published on

ნაციონალური მოძრაობა  აცხადებს, რომ მთავრობა ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ ვითარებას ვერ უმკლავდება და პოლიტიკურ პარტიებს ერთიან ანტიკრიზისულ გეგმაზე მუშაობისკენ მოუწოდებს.

საპარლამენტო ოპოზიციაში განმარტავენ რომ  ლარის გაუფასურების ერთერთი ძირითადი მიზეზია ის, რომ ხელისუფლება არასწორად გეგმავს, კრიზისიდან გამოსვლის გზებს, თანხებს არაეფექტურად ხარჯავს  და საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებს არ ითვალისწინებს.

ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით, ბოლო  პერიოდის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკას 400 მილიონი დოლარი მოაკლდა.

შეგახსენებთ, რომ  გუშინ  წამყვანი კომერციული ბანკები აშშ დოლარს 2.40 ლარად ყიდდნენ, ამ დროის მონაცემებით კი დოლარის კურსი 2.41 ლარით განისაზღვრა, მედიის ცნობიოთ თბილისის ცალკეულ სავალუტო ჯიხურებში მისმა  ფასმა 2,44 ლარს მიაღწია.

სიახლეები

მოზარდის გაუპატიურებაში ბრალდებულ ტაქსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა

კახეთში მოზარდის გაუპატიურებაში ბრალდებულ ტაქსის მძღოლს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. პროცესი გურჯაანის რაიონულ სასამართლოში...

სკოლის მოსწავლე, რომელსაც ნადირობისას ბრმა ტყვია მოხვდა, გარდაიცვალა

თერჯოლაში უბედური შემთხვევის შედეგად მე-12 კლასის მოსწავლე ლუკა ცეცხლაძე გარდაიცვალა - ამის შესახებ ინფოემაციას...

TV პირველში საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო შეიქმნა

TV პირველში საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო შეიქმნა - ტელევიზიის დამფუძნებელი და მოქმედი დირექტორი ვატო წერეთელი...

გამოცდების ეროვნული ცენტრი – ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგად, 1715 აბიტურიენტიდან სწავლის უფლება 1242-მა მოიპოვა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგები...