ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში თვითიზოლაციიდან გადმოყვანილი ოჯახის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ოჯახის 4 წევრიდან, რომელთა შორის ერთი ჩვილია, კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა.
პაციენტები თვითიზოლაციიდან ცხელებითა და ხველების ჩივილით გუშინ შეიყვანეს.მათ თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვთ.