ცხელების და ხველების ნიშნებით ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ოთხი პაციენტი შეიყვანეს. ყველა მათგანი ერთი ოჯახის წევრია. მათ შორის ერთი მცირეწლოვანია. საავადმყოფოში განმარტავენ, რომ ამ მოქალაქეებს თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. დღემდე ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ. ჯერჯერობით ოთხივე პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. ” სავარაუდოდ ანალიზები უახლოეს საათებში გადაიგზავნება ლუგარის ლაბორატორიაში”, – განმარტავენ ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში.
ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში შეყვანილი ოჯახის 4 წევრიდან ერთი მცირეწლოვანია
Published on