მთავარისიახლეებისაზოგადოება"გამართეთ მართვა და მენეჯმენტი, რომ დავამშვიდოთ საზოგადოება" - გიორგი ვაშაძე

“გამართეთ მართვა და მენეჯმენტი, რომ დავამშვიდოთ საზოგადოება” – გიორგი ვაშაძე

Published on

“ახალი საქართველოს” ლიდერი გიორგი ვაშაძე კვლავ სწრაფი ტესტების აუცილებლობაზე საუბრობს. ვაშაძის განცხადებით, 1000 ტესტი ზღვაში წვეთია და საკმარისი არ არის.

მისი თქმით, მთავრობას არასწორად აქვს დამენეჯმენტებული სისტემა, რომელიც ხარვეზებს აჩენს და საზოგადოებას სიმშვიდის შესაძლებლობას არ აძლევს.

“კარგია, რომ ჩამოვიდა 1000 ტესტი, მაგრამ ეს არის ზღვაში წვეთი. ეს არის ლაბორატორიული ტესტი და არ არის სწრაფი ტესტი, ამიტომ ყველაფერს თავისი სახელი უნდა დავარქვათ. კონკრეტულად უნდა იყოს გამოყოფილი სამედიცინო დაწესებულებები. 112-ში რომ რეკავ და სხვაგან გამისამართებენ, ცხელ ხაზზე რეკავ და გეუბნებიან, არ ვიცი სასწრაფოში დარეკეთო. მივმართავ მთავრობას, გამართეთ მართვა და მენეჯმენტი, რომ დავამშვიდოთ საზოგადოება,”- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

სიახლეები

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...

ძალიან რთული აღმოჩნდა პოლიტიკაში ყოფნა -ოზურგეთის მერი გადადგა

 ოზურგეთის მერი გადადგა  ამის შესახებ პაატა კუნჭულიამ სოციალურ ქსელში დაწერა:  "მსურს, ვაცნობო საზოგადოებას, რომ მივიღე...

“გლოვოს“ კურიერზე თავდასხმის საქმეზე კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს

“გლოვოს“ კურიერზე ძალადობის ბრალდებით კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს, რომლებიც მიმალვაში იმყოფებოდნენ. საქმეზე სულ დაკავებულია...

ყალბ ოქროს ნივთებს ალომბარდებდნენ და თანხას იღებდნენ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის...