მთავარისიახლეებიმსოფლიოირანში აიკრძალა ქვეყნის შიგნით, ქალაქებს შორის მიმოსვლა

ირანში აიკრძალა ქვეყნის შიგნით, ქალაქებს შორის მიმოსვლა

Published on

kორონავირუსის COVID-19-ის გავრცელების შესაჩერებლად, დღეიდან, 26 მარტიდან ირანში აიკრძალა ქვეყნის შიგნით, ქალაქებს შორის მიმოსვლა.

ირანში მოქმედი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება მოქალაქეებს სახელმწიფო ტელევიზიით აცნობეს. სხვა ქალაქებში მყოფი ირანელები სახლებში დაუყოვნებლივ უნდა დაბრუნდნენ და გზად არსად არ უნდა გაჩერდნენ.

ისლამური რესპუბლიკის მთავრობა შიშობს, რომ ქვეყანას კორონავირუსის აფეთქების მეორე ტალღა ემუქრება, რადგან ნოვრუზის დღესასწაულის გამო, ბევრმა ირანელმა დაარღვია სახლში ყოფნის მითითება.

26 მარტის 11:30 საათის მონაცემებით, ირანში ოფიციალურად დადასტურებულია COVID-19-ით დაავადების 27017 შემთხვევა. მათგან გამოჯანმრთელებულია 9625. გარდაიცვალა 2077.

სიახლეები

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...

ძალიან რთული აღმოჩნდა პოლიტიკაში ყოფნა -ოზურგეთის მერი გადადგა

 ოზურგეთის მერი გადადგა  ამის შესახებ პაატა კუნჭულიამ სოციალურ ქსელში დაწერა:  "მსურს, ვაცნობო საზოგადოებას, რომ მივიღე...

“გლოვოს“ კურიერზე თავდასხმის საქმეზე კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს

“გლოვოს“ კურიერზე ძალადობის ბრალდებით კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს, რომლებიც მიმალვაში იმყოფებოდნენ. საქმეზე სულ დაკავებულია...

ყალბ ოქროს ნივთებს ალომბარდებდნენ და თანხას იღებდნენ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის...