მთავარისიახლეებიმსოფლიოროგორ გააძევეს პრორუსი დეპუტატი ხორვატიის პარლამენტიდან

როგორ გააძევეს პრორუსი დეპუტატი ხორვატიის პარლამენტიდან

Published on

ხორვატიის პარლამენტიდან პრო-რუსი დეპუტატი გააძევეს. იგი დაცვამ იძულებით, ფაქტობრივად ხელში აყვანილი  გაათრია სხდომათა დარბაზიდან ხორვატიის სობორის ( პარლამენტის) სპიკერის ჟელკო რაინერის მოთხოვნით.  
 დეპუტატის გაძევება მოყვა    პარლამენტში გაჩაღებული მწვავე დისკუსიას, როცა  სპიკერმა  დეპუტატის   ზღვარგადასული ემოციებისა და ქმედების მოთოკვა სცადა და არაერთხელ გააფრთხილა, რომ ასე დისკუსიიის გაგრძელება შეუძლებელი იყო,   მაგრამ ამაოდ. 
,,მე ჩემით აქედან არ გავალ, ეს ფაშიზმია, თქვენ პარლამენტიდან აძევებთ განსხვავებული აზრის მქონე დეპუტატებს! ეს არის თქვენი დემოკრატია?!  ეს არის თქვენი დემოკრატიულ კავშირად წოდებული პარტია და მისი პოლიტიკა, ეს არის  სწორება ევროკავშირსა და ადამიანის უფლებებზე, რომელსაც თითქოს  პრემიერი პლენკოვიჩი მისდევს?!''– გაყვიროდა დეპუტატი, როცა გასასვლელისკენ მიყავდათ.   
 
გაძევებული დეპუტატი ივან პერნარი ლიბერალური ოპოზიციური პატიის წევრია, იგი  მკვეთრად არის დაპირისპირებული ხორვატიის კათოლიკურ ეკლესიასთან და აცხადებს, რომ ეკლესია მმართველი პარტიის მარჯვენა ხელია და სანამ იგი მძლავრობს, არჩევნებში დემოკრატულ კავშირს გამარჯვება გარანტირებული აქვს. ხორვატიაში მას არცთუ ისე ბევრი მხარდამჭერი ყავს, რადგან პრორუსი პოლიტიკოსის რეპუტაცია აქვს  და ამასთან გამოირჩევა  მიდრეკილებით პროტესტის ძალისმიერი გამოხატვისკენ.    

 

 

 

სიახლეები

1-ელ, მე-7 და მე-10 კლასელებს სკოლებში ახალი სახელმძღვანელოები, ახალი პროგრამები დახვდებათ

სასკოლო ფორმა არ არის მეორეხარისხოვანი საკითხი და ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება იქიდან გამომდინარე,...

სასკოლო ფორმების გაყიდვები 1-ელი სექტემბრიდან საცალოდ და ონლაინ ფორმატში დაიწყება

“სასკოლო ფორმების გაყიდვები 1-ელი სექტემბრიდან საცალოდ და ონლაინ ფორმატში დაიწყება." - განაცხადა გივი მიქანაძემ. სასკოლო...

თინა ბოკუჩავა ენმ-ის ყრილობაზე მივიდა

თინა ბოკუჩავა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყრილობაზე მივიდა - მან ღონისძიებაზე შესვლამდე მედიასთან პოლიტსაბჭოს სხდომაზე...

ოკუპირებულ აფხაზეთში დრონების თავდასხმის საფრთხე გამოცხადდა

ოკუპირებულ აფხაზეთში დრონების თავდასხმის საფრთხე გამოცხადდა - ინფორმაციას აფხაზეთის ე.წ თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. "რესპუბლიკის...