მთავარისიახლეებივაზიანის სამხედრო ბაზიდან 5 სამხედრო პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს - ექიმი

ვაზიანის სამხედრო ბაზიდან 5 სამხედრო პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს – ექიმი

Published on

ვაზიანის სამხედრო ბაზიდან 5 სამხედრო პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს – ამის შესახებ ექიმმა ნათია მინდაძემ „ტვ პირველს“ განუცხადა.

„პაციენტები გადმოყვანილები არიან ვაზიანის სამხედრო ბაზიდან, არის ხუთი პაციენტი. როგორც ანამნეზიდან ირკვევა, გუშინ საღამოდან აღენიშნათ ტემპერატურის მატება, ყელის ტკივილი, ზოგადი საერთო სისუტე. შემდგომი მკურნალობისა და გამოკვლევის მიზნით შემოყვანილი არიან ჩვენს კლინიკაში. დაწყებულია კლინიკოლაბორატორიული კვლევები. ამ ეტაპზე მდგომარეობა სტაბილურია პაციენტების. ვიტალური პარამეტრები ნორმის ფარგლებშია. ველოდებით შედეგებს.“, – განაცხადა ექიმმა.

მისივე თქმით, როგორც პაციენტები ამბობენ, ისინი სამი დღის წინ იმყოფებოდნენ მარნეულში სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების მიზნით.

სიახლეები

20 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება – სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 20 ნოემბრის დღის ბოლოდან 23 ნოემბრამდე და აღმოსავლეთ...

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე… ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო -მეხანძრე-მაშველი 3 წლის თაიაზე

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე... ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო ...

ალექსანდრე მუხაძეს უზენაესმა სასამართლომ 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და პატიმრის წამებისთვის მსჯავრდებულ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების...

კორპუსის აფეთქებას ფონიჭალაში 6 ადამიანი ემსხვერპლა

ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები არიან: ხუთი შვილის დედა ნინო...