ფახულანი-წყოუშის ადმინისტრაციული საზღვრიდან, ოკუპირებული საბერიოს სოფლიდან 3 თვის ჩვილი სპეციალური ეკიპირებით ზუგდიდის ევექსის ჰოსპიტალში ცოტა ხნის წინ გადმოიყვანეს. ოჯახის წევრების ინფორმაციით, ბავშვს 2 დღე მაღალი სიცხე ქონდა, მას ჩეღალის ამბულატორიაში მკურნალობდნენ, მაგრამ ვინაიდან მდგომარეობა გაურთულდა და ტემპერატურამ არ დაუწია, მისი ზუგდიდში გადმოყვანა გახდა საჭირო. როგორც მედიკოსები აცხადებენ, ამ წუთებში ბავშვს უტარდება ყველა საჭირო კვლევა და მიცემული აქვს სიცხის დამწევი პრეპარტები, მიმდინარეობს დინამიკაში დაკვირვება.
ოკუპირებული საბერიოდან 3 თვის ჩვილი სპეციალური ეკიპირებით ზუგდიდის ჰოსპიტალში გადმოიყვანეს
Published on