მთავარისიახლეებისაზოგადოებაარ მინდა პანიკა შეიქმნას, მაგრამ ჩვენთან ერთ-ერთ სტიქაროსანსაც დაუდგინდა ვირუსი, ამიტომ შევზღუდეთ...

არ მინდა პანიკა შეიქმნას, მაგრამ ჩვენთან ერთ-ერთ სტიქაროსანსაც დაუდგინდა ვირუსი, ამიტომ შევზღუდეთ ჩვენ მსახურებები – მეუფე საბა

Published on

ჩრდილოეთ ამერიკისა და კანადის ეპარქიის მღვდელმთავარმა მეუფე საბამ კორონავირუსთან დაკავშირებული რეკომენდაციების შესრულების აუცილებლობაზე ისაუბრა და მოქალაქეებს სახლებში დარჩენისკენ მოუწოდა.

როგორც მეუფემ „სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულაში“ განაცხადა, შექმნილი ვითარების გამო, მის ეპარქიაში მსახურებები შეიზღუდა. მანვე აღნიშნა, რომ ვირუსი ერთ-ერთ სტიქაროსანსაც დაუდგინდა.

„არ მინდა პანიკა შეიქმნას, მაგრამ ჩვენთან ერთ-ერთ სტიქაროსანსაც დაუდგინდა ვირუსი, ამიტომ შევზღუდეთ ჩვენ მსახურებები, რადგან არ ვიცით როგორ განვითარდება მოვლენები, ვინ იქნება ხვალ იმ რიგებში, რომელსაც ეს ვირუსი შეხვდება. შესაძლებელია, რომ მე ვარ, ან სხვა ადამიანი, ამიტომ ერთმანეთი უნდა დავიცვათ და დღეს ყველაზე მთავარი მოწოდება რაც არის, დარჩით სახლში, სახლიდან ვილოცოთ, მოვეფეროთ ჩვენი ოჯახის წევრებს. ამ ვირუსმა ესეც მოგვცა, რომ ოჯახები, ადამიანები ერთმანეთს ვერ ხვდებოდნენ სახლებში და ახლა ერთად ცხოვრობენ, სხვა შეხედულებები გაუჩნდათ, ფიქრობენ სხვა ღირებულებებზე, რაც შეიძლება დავიწყებული ჰქონდა გარკვეულწილად ადამიანს. მეუფე გიორგი მარნეულის მღვდელმთავარმა განაცხადა, რომ ჩვენ ვიქნებით ეკლესიაში, ვილოცებთ თქვენთვის და თქვენ სახლიდან ილოცეთ ჩვენთვის. აი ესეთი განცხადებები არის დღეს მისაბაძი, რომელიც მრევლმა უნდა ისმინოს“, – განაცხადა მეუფე საბამ. 

სიახლეები

საქართველოდან რუსეთის, ჩინეთის და კიდევ 14 ქვეყნის მოქალაქეები გააძევეს

საქართველოდან რუსეთის, ჩინეთის და კიდევ 14 ქვეყნის მოქალაქეები გააძევეს - ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების...

მალხაზ ამაღლობელი მზია ამაღლობელთან რუსთავის ციხეში შევიდა

მზია ამაღლობელს ისევ პატიმრის სტატუსი აქვს - დაპატიმრებულ ქალ ჟურნალისტთან ცოტა ხნის წინ რუსთავის...

მიხეილ ყაველაშვილმა 159 პირი შეიწყალა

ოლიგარქის პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით 159 პირი შეიწყალა. არიან თუ არა შეწყალებულთა შორის...

რეზო კიკნაძე-ისეთია ხალხია ციხეში, თავს დამნაშავედ ჩავთვლი, გარეთ რომ ვიყოთ ჩვენ

რეზო კიკნაძემ სინდისის პატიმრების მშობლებს დაურეკა, რომლებიც დილიდან გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან იმყოფებიან და ყაველაშვილის...