საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა, ამჯერად სულ 9 გამოჯანმრთელებული პაციენტია – ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიამ განუცხადა. გამოჯანმრთელებული პაციენტი კლინიკას დღს დატოვებს.
მისივე თქმით, ამჟამად ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის მქონე 32 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, ქვეყანაში კი ვირუსის მქონე 66 ადამიანია.
„ქვეყანაში ამ ეტაპზე არის 66 დადასტურებული შემთხვევა. ამ 66 დადასტურებული შემთხვევიდან 40 არის ჩვენს ცენტრში დადასტურებული შემთხევევა. ამ 40 დადასტურებული შემთხვევიდან ჩვენგან გამოჯანმრთელებული და გაწერილია 8 შემთხვევა. ამ ეტაპზე კლინიკაში გვყავს 32 პაციენტი და ამ 32-შიც ერთი გამოჯანმრთელებული კვლავ რჩება. უბრალოდ გუშინ კიდევ გადამოწმება სჭირდებოდა მის კლნიკიკურ მონაცემებს და დღეს, ალბათ, მეცხრე პაციენტიც დატოვებს ჩვენს ცენტრს და გამოდის რომ 9 გამოჯანმრთელებული პაციენტი გვყავს უკვე“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.