მთავარისიახლეებიპოლიტიკანიკა მელია : ვინც დღეს პოლიტიკური ქულების დაწერას შეეცდება, დაკარგავს ქულებსაც...

ნიკა მელია : ვინც დღეს პოლიტიკური ქულების დაწერას შეეცდება, დაკარგავს ქულებსაც და თავსაც პოლიტიკაში…

Published on

დღეს სხვა გამოწვევის წინაშე ვართ და ვინც პოლიტიკური ქულების დაწერას შეეცდება, დაკარგავს ქულებსაც და თავსაც პოლიტიკაში… – ამ განცხადებას ავრცელებს ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავგჯდომარე ნიაკ მელია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე. ოპოზიციის ლიდერი მოუწოდებს საზოგადოებას, ყველა ერთად დაუდგეს მთავრობას გევრდში ამ მძიმე სენის დასამარცხებლად.

„მხარს ვუჭერ ყველა იმ მკაცრი ღონისძიების გატარებას, რომელიც მიმართულია ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად.

შეკრებების შეზღუდვა უნდა ეხებოდეს ყველას, მათ შორის რელიგიურ შეკრებებს, განურჩევლად აღმსარებლობისა.

ამ ხელისუფლებას ბევრი მიმართულებით უჭირს გამბედავი, თამამი ნაბიჯების გადადგმა. ცალკე ოპოზიციის რეაქცია აშინებთ, ცალკე გავლენიანი ინსტიტუტის, რომელსაც საპატრიარქო წარმოადგენს და ცალკე – საზოგადოების, ელექტორატის განაწყენება არ სურთ, მეტიც მათ გულის მოგებასაც კი ცდილობენ

წყდება ჩვენი და ჩვენი შვილების, მშობლების, ახლობლების, უცნობების, ნაცნობების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის საკითხი და ვინც პოლიტიკური ქულების დაწერას ეცდება, საბოლოო ჯამში, ქულებს კი არ დაიწერს, დაკარგავს ქულებსაც და თავსაც პოლიტიკაში – ხალხი ყველაფერს ხედავს.

ამდენად, დღეს ყველამ არათუ მხარი უნდა დავუჭიროთ მთავრობას მკაცრი გადაწყვეტილებების გატარებაში, არამედ ხელიც უნდა შევუწყოთ რომ ქვეყნის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, გადადგას გამბედავი, თამამი ნაბიჯები და ჰქონდეს იმედი, რომ არავინ ზურგში არ ჩავარტყავთ დანას – არც ოპოზიცია, არც საზოგადოება.

ყველამ გავიაზროთ, რომ ჩვენი უმთავრესი ამოცანაა თავიდან ავიცილოთ ვირუსის ფართოდ გავრცელება, ამიტომაა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ყველა პრევენციული ღონისძიება, რაც მთავარია თვითშეზღუდვა – სახლში დარჩენა, თორემ თუ ეპიდემიამ იფეთქა, ვერც ჩვენი ჰოსპიტალური სისტემა ვერ გაუძლებს, ვერც მედპერსონალი გვეყოფა და უმძიმეს მდგომარეობაში აღმოვჩნდებით!

გადაივლის ეს კრიზისი და ვირუსის დამარცხების შემდეგ, ყველა – ოპოზიციაც და საზოგადოებაც ერთად, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ქართული ოცნება არ იყოს იქ, სადაც დღესაა – ხელისუფლებაში. მაგრამ ახლა სხვა გამოწვევის წინაშე ვართ და ამის დრო არ გვაქვს.“ – წერს ნიკა მელია.

სიახლეები

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...

ძალიან რთული აღმოჩნდა პოლიტიკაში ყოფნა -ოზურგეთის მერი გადადგა

 ოზურგეთის მერი გადადგა  ამის შესახებ პაატა კუნჭულიამ სოციალურ ქსელში დაწერა:  "მსურს, ვაცნობო საზოგადოებას, რომ მივიღე...

“გლოვოს“ კურიერზე თავდასხმის საქმეზე კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს

“გლოვოს“ კურიერზე ძალადობის ბრალდებით კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს, რომლებიც მიმალვაში იმყოფებოდნენ. საქმეზე სულ დაკავებულია...

ყალბ ოქროს ნივთებს ალომბარდებდნენ და თანხას იღებდნენ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის...