მთავარისიახლეებისაზოგადოებამიხეილ სააკაშვილი: "მე მაქვს პატარა სახლი ყვარელში, 10 ადამიანს მოვათავსებ"

მიხეილ სააკაშვილი: “მე მაქვს პატარა სახლი ყვარელში, 10 ადამიანს მოვათავსებ”

Published on

მიხეილ სააკაშვილი თავისი პატარა სახლის კარებს უღებს ადამიანებს, რომელთაც კარანტინში განთავსება სჭირდებათ. შუშის სასახლეში კი არათუ ახლა , ფრიად უხიფათო სიტუაციაშიც კი ბახილების გარეშე არ ,, შმევინეს ფეხი ”წვულ სტუმრებს მაღალი საზოგადოებიდან”. ასე რომ პატარა ფარდობითი ცნებაა და ყვარლის სახლი უფრო დიდია, ვიდრე ოლიგარქის ყველა სამყოფლო ერთად, რდგან სახლის სიდიდე კვადრატული მეტრებით კი არ იზომება, არამედ მასპინძლის გულის ზომით.

,,გულისყურით ვადევნებ თვალყურს სიტუაციას” – აცხადებს მიხეილ სააკაშვილიმიმართაში, რომელსაც თავის პირად ფეიბუქგვერდზე ავრცელებს – მარნეულის და ბოლნისის აცილება შეიძლებოდა თავიდან, დროზე რომ ჩამოგვეტანა ტესტები და ეს ქალბატონიც და სხვებიც დროზე რომ გასინჯულიყვნენ.
ახლა ტესტები არის მთავარი!
უკრაინაშიც კი, სადაც არის ბევრად უფრო სუსტი ჯანდაცვის სისტემა, ვიდრე მე დავტოვე საქართველოში, ახლა მასობრივად რიგდება ეს ტესტები.
და საქართველოში რა გახდა საჭირო?..
გადამწყვეტ მომენტებში ყოველთვის ყველაზე გაუჩენელს ვაჩენდით ხოლმე… ის ხალხი ხომ მაინც არსებობს, რომლებიც ჩემს დროს მუშაობდა და იმათ მაინც გაიხსენონ, თუ როგორ ხდებოდა ეს ყველაფერი.
ეს ერთი!

მეორე – რაც შეეხება ემიგრანტებს.
სანამ მათი ფულით ივსებოდა საქართველოს ბიუჯეტი, ემიგრანტები ყველას უნდოდა.. და ახლა, როცა მათ გაუჭირდათ და საკუთარ ქვეყანას მოაშურეს, მათ არ უშვებს საკუთარი მთავრობა.
მე მინდა ვთქვა შემდეგი: არ არის ემიგრანტების პრობლემა, რომ თქვენ ვერ შექმენით საკარანტინო ბაზები.. 48 საათია საჭირო, რომ ყველა განათავსო კარანტინში, მითუმეტეს თუ ტესტირებას შემოიღებთ და ტყუილად არ გეყოლებათ ხალხი კარანტინში.

მაგრამ რადგან ასე ცუდად წავიდა ყველაფერი,
მე მაქვს პატარა სახლი ყვარელში, 10 ადამიანს იქ მოვათავსებ, უკვე მყავს 2 მოხალისე ექიმი, რომლებიც მათ მოუვლის.. მართალია „ემერჯენსი”, რომელიც იქვე გვერდზე იყო ჩემს მიერ გახსნილ საავადმყოფოში, მთავრობამ დახურა, მაგრამ თელავში გადაიყვანენ, თუ რამე გართულდა..

და ვთავაზობ ყველას, ვისაც აქვს სახლი სოფელში, ან აქვს ისეთი შესაძლებლობა, რომ საკუთარი სახლის ტერიტორიაზე იზოლირებულად განათავსონ და მიიღონ ემიგრანტები, და ასევე ჰყავთ მოხალისე ექიმები, შევქმნათ ეს ფონდი და გადავცეთ ეს ჩვენი სახლები დროებით მთავრობას, რათა არ იყოს საბაბი იმისთვის, რომ არ შემოუშვან უკან საქართველოს მოქალაქეები.

ყველამ უნდა გავაკეთოთ ის, რაც შეგვიძლია. ყველაფერში უნდა დავუდგეთ ერთმანეთს გვერდში, არ ჩაუდგეთ ერთმანეთს კრიჭაში და თუ ასე იქნება, ყველაფერი გამოგვივა.

და კიდევ, ეკონომიკას რას შეეხება:
ახლა წამოყენებულია სხვადასხვა გეგმები, მათ შორის ლარი უკვე 3.30-ზეა ასული და რა თქმა უნდა, ძალიან ურტყამს ეს თითოეული ადამიანის ჯიბეს..
ჩვენ არ უნდა მივიღოთ ისეთი გეგმები, რომლებიც მაგალითად ბანკების მფლობელების ქონებას გადაარჩენს. საკმარისად ძარცვეს ეს ქვეყანა ბოლო წლებში.
მე ვთავაზობ „თიბისი ბანკს”, „საქართველოს ბანკს”, რა თქმა უნდა „ქართუს” – შექმნან სოლიდარობის ფონდი, თავისი ბოლო წლების მოგებების ნახევარი მაინც გადარიცხონ ამ სოლიდარობის ფონდში, რათა დავეხმაროთ ყველაზე გაჭირვებულებს, რომლებსაც ახლა ყველაზე მეტად სჭირდებათ თანადგომა სხვების მხრიდან. თუ ჩვენ გამოვიჩენთ ამ ურთიერთსოლიდარობას, ბევრად უფრო უკეთესი და ჯანსაღი კლიმატი გვექნება ქვეყანაში და ბევრად უფრო ადვილად გავაგრძელებთ შემდგომ ცხოვრებას.

ყველაფერი გამოგვივა!
ოღონდ, უნდა დავუჯეროთ ექიმებს და დავუდგეთ ერთმანეთს გვერდში..

მიხეილ სააკაშვილი

სიახლეები

ვლადიკავკაზში ახალშობილებს “გეორგიევსკი ლენტები” შეაბეს

9 მაისს დაბადებული ახალშობილებისა და მათი მშობლებისთვის სიურპრიზი მოამზადა ვლადიკავკაზის ერთ-ერთი სამშობიარო სახლის ადმინისტრაციამ:...

ესპანეთში “ჰანტავირუსის” მასობრივი გავრცელების შესახებ ცნობები სიცრუეა

ინფორმაცია ჰანტავირუსის გამო ესპანეთში საყოველთაო კარანტინის გამოცხადების შესახებ ფეიკია და სიმართლეს არ შეესაბამება. წამყვანი საერთაშორისო...

ჟურნალისტ გელა მთივლიშვილს თავს დაესხნენ

"მთის ამბების" დამფუძნებელი სოციალურ ქსელში წერს, რომ თავდასხმა გადაცემა "ღია სივრცის" დასრულების შემდეგ, მცირე...

СБУ-მ დააკავა პირი, რომელიც 9 მაისს რუსი მაღალჩინოსნის მკვლელობას გეგმავდა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (СБУ) ინფორმაციით, ოდესაში რუსეთის აგენტი დააკავეს, რომელიც 9 მაისს უკრაინის შეიარაღებული ძალების...