მთავარისიახლეებისაზოგადოებასწრაფი ტესტების შემოტანას საქართველოში ხვალ ელოდებიან

სწრაფი ტესტების შემოტანას საქართველოში ხვალ ელოდებიან

Published on

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, სწრაფი ტესტების შემოტანა საქართველოში ხვალ დაიწყება, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლებლობა იქნება ოთხშაბათიდან მოსახლეობის მიზნობრივი ტესტირება დაიწყოს. მინისტრის განმარტებით, ტესტებით მომარაგება 4 ეტაპად მოხდება. 

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, სწრაფი ტესტების რაოდენობა საკმარისი იქნება და შესაძლებელი გახდება კორონავირუსზე რაოდენობით დიდი ჯგუფების გატესტვა.

“როგორც ჩვენ დავაანონსეთ, ხვალ ველოდებით უკვე საქართველოში ტესტების შემოტანას, რაც იმას ნიშნავს, რომ ოთხშაბათიდან ჩვენ შეგვიძლია დავიწყოთ მოსახლეობის მიზნობრივი ტესტირება. რა თქმა უნდა ეს ძალიან დაეხმარება ჩვენ ექიმებს და ასევე ეპიდემიოლოგებს იმისათვის, რომ დროულად აღმოაჩინონ კორონავირუსის არსებობა.

ტესტების შემოტანა მოხდება 4 ეტაპად. ჩვენ ველოდებით ტესტებს ხვალ, შემდეგ ველოდებით 27-ში, არის გადანაწილებული და ბოლო შემოტანას ველოდებით 5 აპრილისთვის და რაოდენობა არის საკმარისი იმისათვის, რომ მოხდეს დიდი ჯგუფების გატესტვა,” – აცხადებს ეკატერინე ტიკარაძე.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებს დღეიდან მედიკამენტებს საქართველოს ფოსტის მეშვეობით სახლში მიაწვდიან. ასევე ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განიხილება 70 წელს გადაცილებულ მოქალაქეებისთვის საკვები პროდუქტების სახლში მიწოდება.

სიახლეები

ვლადიკავკაზში ახალშობილებს “გეორგიევსკი ლენტები” შეაბეს

9 მაისს დაბადებული ახალშობილებისა და მათი მშობლებისთვის სიურპრიზი მოამზადა ვლადიკავკაზის ერთ-ერთი სამშობიარო სახლის ადმინისტრაციამ:...

ესპანეთში “ჰანტავირუსის” მასობრივი გავრცელების შესახებ ცნობები სიცრუეა

ინფორმაცია ჰანტავირუსის გამო ესპანეთში საყოველთაო კარანტინის გამოცხადების შესახებ ფეიკია და სიმართლეს არ შეესაბამება. წამყვანი საერთაშორისო...

ჟურნალისტ გელა მთივლიშვილს თავს დაესხნენ

"მთის ამბების" დამფუძნებელი სოციალურ ქსელში წერს, რომ თავდასხმა გადაცემა "ღია სივრცის" დასრულების შემდეგ, მცირე...

СБУ-მ დააკავა პირი, რომელიც 9 მაისს რუსი მაღალჩინოსნის მკვლელობას გეგმავდა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (СБУ) ინფორმაციით, ოდესაში რუსეთის აგენტი დააკავეს, რომელიც 9 მაისს უკრაინის შეიარაღებული ძალების...