მთავარისიახლეებისაზოგადოებაCOVID-19-ისგან გამოჯანმრთელებული 8 პაციენტი დღეს ბინაზე გაეწერება​

COVID-19-ისგან გამოჯანმრთელებული 8 პაციენტი დღეს ბინაზე გაეწერება​

Published on

საქართველოში COVID-19-ისგან გამოჯანმრთელებული 8 პაციენტი დღეს ბინაზე გაეწერება.

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, გამოჯანმრთელებული პაციენტები უკვე თვითიზოლაციაში კვლავ ექიმების დაკვირვების ქვეშ დარჩებიან.

მინისტრის განცხადებით, დღის ბოლოს ინფორმაციას კიდევ 3 პაციენტზე ელოდებიან და იმედოვნებენ, რომ მათი პასუხიც კორონავირუსზე უარყოფითი იქნება.

“დღეს ჩვენი ექიმების შრომამ გამოიღო შედეგი და ეს ძალიან სასიხარულო ამბავია როგორც ჩვენთვის, ასევე მოქალაქეებისთვის. 8 პაციენტი არის უკვე გამოჯანმრთელებული, რომელიც დღეს გაეწერება სახლში, მაგრამ მიუხედავად ამისა ისინი, რა თქმა უნდა, როგორც მითითებული არის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციებში, კიდევ იქნებიან ექიმების დაკვირვების ქვეშ უკვე თვითიზოლაციაში.

დღეს დღის ბოლოს ველოდებით კიდევ დამატებით 3 პაციენტზე ინფორმაციას და ძალიან დიდი იმედია გვაქვს, რომ ამ პაციენტებსაც როგორც ჯანმრთელებს ხვალ უკვე სახლში გავწერთ,” – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

სიახლეები

ვლადიკავკაზში ახალშობილებს “გეორგიევსკი ლენტები” შეაბეს

9 მაისს დაბადებული ახალშობილებისა და მათი მშობლებისთვის სიურპრიზი მოამზადა ვლადიკავკაზის ერთ-ერთი სამშობიარო სახლის ადმინისტრაციამ:...

ესპანეთში “ჰანტავირუსის” მასობრივი გავრცელების შესახებ ცნობები სიცრუეა

ინფორმაცია ჰანტავირუსის გამო ესპანეთში საყოველთაო კარანტინის გამოცხადების შესახებ ფეიკია და სიმართლეს არ შეესაბამება. წამყვანი საერთაშორისო...

ჟურნალისტ გელა მთივლიშვილს თავს დაესხნენ

"მთის ამბების" დამფუძნებელი სოციალურ ქსელში წერს, რომ თავდასხმა გადაცემა "ღია სივრცის" დასრულების შემდეგ, მცირე...

СБУ-მ დააკავა პირი, რომელიც 9 მაისს რუსი მაღალჩინოსნის მკვლელობას გეგმავდა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (СБУ) ინფორმაციით, ოდესაში რუსეთის აგენტი დააკავეს, რომელიც 9 მაისს უკრაინის შეიარაღებული ძალების...