მთავარისიახლეებისაზოგადოებადღეიდან საქართველოში ყველა სახის საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილება აიკრძალება

დღეიდან საქართველოში ყველა სახის საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილება აიკრძალება

Published on

საქართველოში ყველა საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილება იზღუდება. ამის შესახებ განცხადება პრემიერ მინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა. ჩიქოვანმა საზოგადოებას საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ ინფორმაცია გააცნო.

“მინდა გაცნობოთ იმის შესახებ, რომ საკოორდინაციო საბჭოზე იქნა მიღებულ დამატებითი გადაწყვეტილებები დამატებით შეზღუდვებზე და ეს გულისხმობს საქართველოში საქალაქთაშორისო ტრანსპორტის შეზღუდვას, თქვენ იცით, რომ ქვეყანა გადავიდა შიდა გავრცელების ეტაპზე  და ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ შევაჩეროთ შიდა გადაცემის სისწრაფე და ამიტომაც, ვზღუდავთ ყველა სახის საქალაქთაშორისო ტრანსპორტის, მათ შორის მატარებლით სამგზავრო გადაზიდვები რკინიგზაზე და ეს შეზღუდვა ამოქმედდება დღეს, დღის ბოლოს“ – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.   

სიახლეები

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...

ძალიან რთული აღმოჩნდა პოლიტიკაში ყოფნა -ოზურგეთის მერი გადადგა

 ოზურგეთის მერი გადადგა  ამის შესახებ პაატა კუნჭულიამ სოციალურ ქსელში დაწერა:  "მსურს, ვაცნობო საზოგადოებას, რომ მივიღე...

“გლოვოს“ კურიერზე თავდასხმის საქმეზე კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს

“გლოვოს“ კურიერზე ძალადობის ბრალდებით კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს, რომლებიც მიმალვაში იმყოფებოდნენ. საქმეზე სულ დაკავებულია...

ყალბ ოქროს ნივთებს ალომბარდებდნენ და თანხას იღებდნენ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის...