მთავარისიახლეებიეკონომიკაპრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი ლარის კურსის ვარდნის შესახებ: არაფერი განსაკუთრებული არ ხდება

პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი ლარის კურსის ვარდნის შესახებ: არაფერი განსაკუთრებული არ ხდება

Published on

 ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე  მოსახლეობას მოუწოდა, დაეყრდნონ მთავრობისა და ეროვნული ბანკის  მიერ მიწოდებულ ინფორმაციას და არ აყვნენ ექსპერტების პროგნოზებს.

"ფსიქოლოგიურ-ემოციური აჟიოტაჟი", – ასე შეაფასა მან ლართან დაკავშირებით შექმნილ ვითარება. ",,უნდა დავასკვნათ, რომ ეს არის აჟიოტაჟი, რომელიც უნდა მოიხსნას და ადრე თუ გვიან, მოიხსნება კიდეც. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ეს მალე გადაივლის. ასეთია ეროვნული ბანკის ვარაუდიც, ამიტომ მინდა მოსახლეობას მივმართო, რომ სიმშვიდე შეინარჩუნოს. მინდა ჩვენს მოქალაქეებს და ბიზნესმენებს ვუთხრა, ნუ აჰყვებიან მედიასაშუალებებს, მათ მიერ შექმნილ აჟიოტაჟს და ქაოსს და უპასუხისმგებლო ექსპერტებისა და პოლიტიკოსების გამონათქვამებს. ოფიციალური ინფორმაცია მომდინარეობს მთავრობისა და ეროვნული ბანკისგან. გთხოვთ, დაეყრდნოთ ამ ინფორმაციას და არა ვიღაც გაუგებარ, უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებსა და ექსპერტებს, რომლებიც ყველაფრის ექსპერტები არიან –განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის თქმით, ლარის კურსის ცვლილება დროებითი მოვლენაა და ეროვნული ვალუტა დასტაბილურდება. 

სიახლეები

ურსულა ფონ დერ ლაიენი: ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დეესკალაცია აუცილებელია რეგიონის სტაბილურობისთვის

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენი ახლო აღმოსავლეთში ვითარების გამწვავების ფონზე სასწრაფო დეესკალაციისკენ მოუწოდა,...

კატარი: სამაგიეროს გადავუხდით ირანს

კატარი ინარჩუნებს ირანისთვის სამაგიეროს გადახდის უფლებას, კატარელ ხალხზე მისი ღია თავდასხმის შემდეგ,- ამის შესახებ...

მოსკოვი თეირანთან მუდმივ კონტაქტზეა-პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი ირანის ხელმძღვანელობასთან მუდმივ კავშირზე იმყოფება. მისი...

მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი – ნინო წილოსანი სამძიმრის წერილზე

ყველა ქვეყნის კანონმდებლობაში მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი - ასე შეაფასა "ქართული ოცნების"...