მთავარისიახლეებიმსოფლიოგერმანიის ხელისუფლებამ ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე ორზე მეტი ადამიანის შეკრება აკრძალა

გერმანიის ხელისუფლებამ ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე ორზე მეტი ადამიანის შეკრება აკრძალა

Published on

გერმანიის ხელისუფლებამ კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად ზომები გაამკაცრა და ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე ორზე მეტი ადამიანის შეკრება აკრძალა, – ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, გარდა ამისა, ახალი შეზღუდვების ფარგლებში დაიხურა სილამაზის სტუდიები და მასაჟის ცენტრები, რესტორნებს კი მომხმარებლისთვის მხოლოდ გატანის სერვისის შეთავაზების უფლება მიეცათ.

„ჩვენი მიზანია, კორონავირუსის წინაღმდეგ ბრძოლაში დრო მოვიგოთ,“- განაცხადა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა სატელევიზიო მიმართვის დროს და მოქალაქეებს ერთმანეთისგან მინიმუმ 1,5 მეტრი დისტანციის დაცვისკენ მოუწოდა.

აღსანიშნავია, რომ ანგელა მერკელი კარანტინში იმყოფება. მან კარანტინში გადასვლის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ექიმს, რომელმაც პარასაკევს პნევმოკოკის საწინაღმდეგო ვაქცინა ჩაუტარა, კორონავირუსი დაუდგინდა.

ბოლო მონაცემებით, გერმანიაში ახალი კორონავირუსის 18 610 შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულთა რიცხვი კი – 55-ია.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...